თამარ კეკენაძე პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე - კანონის წინაშე ყველა თანასწორია მხოლოდ მაშინ, როცა მოძალადე „ქართული ოცნება“ არ არის - მზია ამაღლობელის საქმეზე სამი წუთიც არ დასჭირვებიათ, რომ განაჩენი გამოეტანათ

სამი დღეა, რაც კობახიძის, მთავრობისა და პაპუაშვილის თვალწინ, პირდაპირ ეთერში, მოხდა წინასწარ ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა ოპოზიციის დეპუტატებზე - მზია ამაღლობელის საქმეზე სამი წუთიც არ დასჭირვებიათ, რომ განაჩენი გამოეტანათ, პასუხისმგებლობა მოეთხოვათ და კანონის უზენაესობაზე ესაუბრათ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი თამარ კეკენაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, “კანონის წინაშე ყველა თანასწორია“ მხოლოდ მაშინ, როცა მოძალადე „ქართული ოცნება“ არ არის“.

„სამი დღეა, რაც კობახიძის, მთავრობისა და პაპუაშვილის თვალწინ, პირდაპირ ეთერში, მოხდა წინასწარ ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა ოპოზიციის დეპუტატებზე.

მზია ამაღლობელის საქმეზე სამი წუთიც არ დასჭირვებიათ, რომ განაჩენი გამოეტანათ, პასუხისმგებლობა მოეთხოვათ და კანონის უზენაესობაზე ესაუბრათ.

მზია ამაღლობელის საქმეზე „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად გვიმტკიცებდნენ, რომ „ყველა კანონის წინაშე თანასწორია“ და „დანაშაულს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს“.

როგორც ჩანს, ყველა “კანონის წინაშე თანასწორია“ მხოლოდ მაშინ, როცა მოძალადე „ქართული ოცნება“ არ არის,“ - წერს კეკენაძე.

ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას, სადაც მან ახსენა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი და პრემიერის მისამართით განაცხადა: „მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში. როგორი პრემიერი არ ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ჰყოლია“.

სხდომათა დარბაზში დაპირისპირება ჯერ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ დეპუტატს, გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძის ჩხუბით დაიწყო. დაპირისპირებაში შემდეგ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ლაშა ტალახაძეც ჩაერთო, რომელმაც გიგა ფარულავას თავის არეში ხელი ჩაარტყა. ვითარების განმუხტვის მიზნით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს, რა დროსაც გიგა ფარულავას არჩილ გორდულაძე დაუპირისპირდა. დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა გენო პეტრიაშვილი. ჩხუბში მონაწილე დეპუტატების დარბაზიდან გაყვანის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი შარაშიძეს, ირაკლი კირცხალია და ლევან მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში