თამარ კეკენაძე - ყველა მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოს გარეშე: ევროკავშირის გაფართოების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ქვეყნები, რომლებიც რეფორმებს წარმატებით ახორციელებენ, ეტაპობრივად უახლოვდებიან ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას

ევროკავშირის გაფართოების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ქვეყნები, რომლებიც რეფორმებს წარმატებით ახორციელებენ, ეტაპობრივად უახლოვდებიან ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას,- ამის შესახებ განცხადება „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თამარ კეკენაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისივე ინფორმაციით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა ექვსი თვით ირლანდიამ გადაიბარა. პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კი ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაჩქარება დაასახელა.

„ყველა მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოს გარეშე: 1-ელი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა ექვსი თვით ირლანდიამ გადაიბარა. პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კი ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაჩქარება დაასახელა.

ამ კონტექსტში, გუშინ ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ ერთხმად მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები: უკრაინასთან და მოლდოვასთან გაიხსნა მოლაპარაკებების კიდევ ერთი კლასტერი # 6 – გარე ურთიერთობები, რომელიც მოიცავს ევროკავშირის საერთო საგარეო, უსაფრთხოების, თავდაცვისა და სავაჭრო პოლიტიკასთან დაახლოებას.

მონტენეგრომ დახურა: თავი 8 – კონკურენციის პოლიტიკა (ანტიმონოპოლიური წესები და სახელმწიფო დახმარების კონტროლი); თავი 29 – საბაჟო კავშირი (ევროკავშირის საბაჟო წესებთან სრული შესაბამისობა).

ალბანეთმა დახურა: თავი 25 – მეცნიერება და კვლევა; თავი 26 – განათლება და კულტურა; თავი 30 – გარე ურთიერთობები (ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან შესაბამისობა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები).

რას ნიშნავს ეს?

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 33 თემატური თავის მიხედვით მიმდინარეობს. კლასტერის გახსნა ნიშნავს, რომ ქვეყანა მზად არის კონკრეტულ სფეროში ევროკავშირთან ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად. თავის დახურვა კი ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირის მოთხოვნები არსებითად შესრულებულია და ქვეყანა წევრობისკენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს გადის.

ეს გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ქვეყნები, რომლებიც რეფორმებს წარმატებით ახორციელებენ, ეტაპობრივად უახლოვდებიან ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას.“- განაცხადა თამარ კეკენაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს