თამარ კეკენაძე - დიუშენის მქონე ბავშვების პრობლემებს გავყვებით ბოლომდე, რომ ეს არ იყოს მორიგი მოტყუება, როგორიც ფასების შემცირების კუთხით ჰქონდათ - პრემიერი მალე მოდის პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ამისთვისაც უნდოდა ე.წ. პოზიტიური იმიჯის შექმნა

ჩვენი შეთავაზება და დისკუსია მთავრდებოდა ლანძღვით, რომ პოლიტიკურად ვსპეკულირებთ. თურმე, დიუშენის სამკურნალო მედიკამენტები სიცოცხლისთვის იყო საშიში. თუ მაშინ საშიში იყო, რა შეიცვალა ახლა? - პრემიერი თვის ბოლოს აპირებს პარლამენტში მისვლას და დარწმუნებული ვარ, ამისთვისაც უნდოდა ე.წ. პოზიტიური იმიჯის შექმნა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა თამარ კეკენაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მთავრობაში მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

მისივე თქმით, ისინი უზრუნველყოფენ პროცესი ბოლომდე მივიდეს და არ იყოს მორიგი მოტყუება „ქართული ოცნების“ მხრიდან.

„საკითხზე მუშაობა იწყება, თუმცა ასევე უნდა ვიყოთ ცოტა ფრთხილი, რამდენად ვენდობით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს, ან ნათქვამ ფრაზებს. მთელი კვირების განმავლობაში, ჩვენი პარტია პირველივე დღიდან იდგა მშობლების და ბავშვების გვერდით. სახელმწიფოს ვალია, ბავშვებს გაუხანგრძლივოს სიცოცხლე, მისცენ მშობლებს შესაძლებლობა შეუმსუბუქონ მდგომარეობა შვილებს. ჩვენი ყველა ასეთი მოწოდება, შეთავაზებაა, დისკუსია მთავრდებოდა ლანძღვით, რომ ჩვენ პოლიტიკურად ვსპეკულირებთ. თურმე, ეს მედიკამენტები პირიქით სიცოცხლისთვის იყო საშიში. თუ მაშინ საშიში იყო, რა შეიცვალა ახლა?

პრემიერი თვის ბოლოს აპირებს მივიდეს პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ამისთვისაც უნდოდა ე.წ. პოზიტიური იმიჯის შექმნა. ამიტომ ვარ ფრთხილად და ვამბობ, რომ იმედი მაქვს გუშინ დაწყებული სამუშაო პროცესი ბოლომდე მივა. ჩვენ ვაპირებთ, ამ პროცესს გავყვეთ ბოლომდე ყველა დონეზე. უზრუნველვყოთ რომ ეს არ იყოს მორიგი მოტყუება, როგორიც მათ ჰქონდათ ფასების შემცირების კუთხით“,- განაცხადა თამარ კეკენაძემ.

რაც შეეხება იმას, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან იმის გათვალისწინებით, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ივანიშვილს წერილი გაუგზავნეს, თამარ კეკენაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არაფერს აკეთებს, თუ ეს არ შედის ივანიშვილის პირად ინტერესში“.

„ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმი გვაქვს ამ ყველაფრის მიმართ. ამ ქვეყანაში არაფერს აკეთებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, თუ ეს არ შედის ივანიშვილის პირად ინტერესში. ყველა ნაბიჯი ემსახურება ივანიშვილის ინტერესებს. პროტესტი, რაც შევძელით დაგვენახებინა მარტივი გზავნილი იყო რომ ადამიანები, მშობლები არ აპირებენ გაჩერებას“,- განაცხადა თამუნა კეკენაძემ.

გარდა ამისა, მან პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრა, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების გზავნილებზე. როგორც თამარ კეკენაძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან მარტივი გზავნილი, თვლიან, რომ საქართველოში უნდა იყოს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გამოხატავს ამომრჩევლების ნებას.

„ქართული ოცნების“ რეჟიმის ძალადობამ და ანტიეროვნულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პარტნიორობა შეჩერდა.

ახლა, „ქართული ოცნება“ ცდილობს ვიზიტები თუ ფრთხილი განცხადებები, რასაც აშშ-დან ვისმენთ შეასაღოს ამომრჩეველს, როგორც გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომელი პარტიაა ამერიკის შეერთებული შტატებში ხელისუფლებაში, ყოველთვის იყო აშშ საქართველოს, როგორც ქვეყნის გვერდით. ის ინტერესი, რასაც ვხედავთ, დადასტურებაა, რომ აშშ არ აპირებს ეს ქვეყანა დაუთმოს ისეთ ხელისუფლებას, რომლის მთავარი მიზანია გაატაროს კრემლის ინტერესები.

მკაფიოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან მარტივი გზავნილი, თვლიან, რომ საქართველოში უნდა იყოს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, გამოხატავს ამომრჩევლების ნებას, არ ძალადობს მოქალაქეებზე. პირველ რიგში, მათ აინტერესებთ საკუთარი ინვესტიციების, ბიზნეს თუ უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. ეს არის ის საბაზისო ვალდებულებები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თუ არ შეასრულა, არანაირი წინსვლა არ იქნება.

პაპუაშვილი ხშირად იტყუება. ბოლო ტყუილი იყო ის, როდესაც მან თქვა რომ ბაიდენის წინა ადმინისტრაცია ითხოვდა ოპოზიციიდან მანდატების დაყრას და ჩახსნას, რაც ტყუილია. არც ამერიკას და არც ჩვენს პარტნიორს მსგავსი მოთხოვნა ოპოზიციის მიმართ არ ჰქონიათ. ყოველთვის იდგენენ ქართველ ხალხს იმ ბრძოლაში, რასაც დემოკრატიული, ევროპული კუთხით ბრძოლა“, - განაცხადა კეკენაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია