პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია დაამტკიცა

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია დაამტკიცა.

საკონკურსო კომისია 9 წევრისგან შედგება და მის შემადგენლობაში არიან: - გივი აბესაძე, მარიამ გვიდიანი, როზეტა გუჯეჯიანი, თამარ კეკენაძე, დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, ნინო მეუნარგია, სოფიო ნიკოლაიშვილი და შორენა შავერდაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საკონკურსო კომისიის წევრები იმ სუბიექტებთან კონსულტაციების გზით შეირჩა, ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში კანდიდატების დასახელების უფლება აქვს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამ წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ბორდის ახალი წევრების შესარჩევად კი პაპუაშვილმა კონკურსი 2 ივნისს გამოაცხადა.

ამასთან, პარლამენტში დაჩქარებული წესით იხილება რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელიც მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ფორმირების წესს ეხება. ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადება და შესაბამისად, სპეციალური საკონკურსო კომისიის შექმნა საჭირო აღარ იქნება. მეურვეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები სასურველ კანდიდატებს საკუთარი შეხედულებით წარადგენენ. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები 2026 წლის 1-ელი ივლისიდან შედის ძალაში.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება