ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.

შესაძლო გადაწყვეტილებაზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რა შეიძლება გამოიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პროდასავლური პარტიებისთვის რეგისტრაციის გაუქმებამ, ასევე იმის დადგენამ რომ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რამაც რუსეთი აიძულა ჯერ ჯარით შემოსულიყო საქართველოში, ხოლო შემდეგ ეღიარებინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“, გაუგებარია.

საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდო გადაწყვეტილებებზე უამრავი შეფასება გაკეთდა როგორც სარჩელის შემტანთა მხრიდან, ისე სარჩელის ადრესატებისაგან.

ვიდრე ამ სასამართლოს ჩარჩელთან დაკავშირებით თქვენს მოსაზრებებზე გადავიდოდეთ, რადგან სასამართლო პროცესი დაიწყო და მისი მიმდინარეობის ნახვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ ადამიანს ჰქონდა, საუბარიც უნდა დავიწყოთ იმით, თუ რა შთაბეჭდილება დატოვა საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულმა პროცესმა.

იგულისხმება „ნაცმოძრაობის“ შუადმდგომლობაზე უარის თქმა სარჩელში მოყვანილ ფაქტებზე მოპასუხედ მიეწვიათ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი, მას ამის შესაძლებლობა არ ექნება.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულმა პროცესმა?

რამდენად სამართლიანად გამოიყურება ექსპრეზიდენტ სააკაშვილსთვის სარჩელის ბრალდებებზე პასუხის გაცემაზე სასამართლოს მიერ უარის თქმამ?

- გუშინ დაწყებული სასამართლო განხილვა დიდი ხნის წინ დაწყებული პროცესის გაგრძელება არის. ამას წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობის ცვლილება, მორგება მმართველი პარტიის საჯაროდ გაცხადებულ მიზანზე აეკრძალათ ოპოზიციური პარტიები. ასევე იყო საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი დასკვნა.

ამას მოჰყვა პირველი კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე, შემდეგ მისი გახმობა და ახალი სარჩელის წარდგენა საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პროცესში ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული და კონსტიტუციური დანაწესებიც უგულებელყოფილი იყო. ვფიქრობ ასე გაგრძელდება და შესაძლოა საბოლოოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოუწიოს ამ საკითხის განხილვა და მმართველი პარტიისა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ვერდიქტის გამოტანა.

ამ პროცესში ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული და კონსტიტუციური დანაწესებიც უგულებელყოფილი იყო. ვფიქრობ ასე გაგრძელდება და შესაძლოა საბოლოოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოუწიოს ამ საკითხის განხილვა და მმართველი პარტიისა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ვერდიქტის გამოტანა

- ისეთი პირი უჩანს რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი მალე არ დასრულდება. ამიტომ, უნდა დავუბრუნდეთ იმ თემებს, რაზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას.

ვნახე ამ თემაზე სოციალურ ქსელში გამოთქმით მოსაზრებები, შემდეგ ტვ „ფორმულაზე“. ამიტომ, სწორედ თქვენი მოსაზრებებიდან გამომდინარე შემოგთავაზებთ სასაუბრო თემებს.

თქვენი მტკიცებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია საპარლამენტო უმცირესობით იქმნება. საკონსტიტუციო სასამართლოში 88 პარლამენტის წევრის სახელით წარდგენილი სარჩელი ეყრდნობა დეპუტატ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით წარდგენილ საგამოძიებო კომისიის მასალებს.

თუ საპარლამენტო კომისიის მიერ სარჩელში წარდგენილი მტკიცებები, როგორც თქვენ ამბობთ, „ფაქტების დადგენის დოკუმენტად არ გამოდგება,“ მათი დასკვნები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საგამოძიებო ორგანოს ვერ ჩაანაცვლებს, მაშინ გაუგებარია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ შეიძლება ჩაანაცვლოს?

ცალკე თემაა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც წესით საპარლამენტო უმცირესობას უნდა დაეკომპლექტებინა, - საპარლამენტო კომისია უმრავლესობამ დააკომპლექტა.

რამდენად ლეგიტიმური იყო თავად საპარლამენტო კომისიის შექმნა?

თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მასალები საგამოძიებო ორგანოსთვის არ გადაუცია გამოსაძიებლად, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო როგორღა განიხილავს დოკუმენტს, რომელიც საგამოძიებო ორგანოს არც კი გამოუძიებია?

- კონსტიტუციით საპარლამენტი საგამოძიებო კომისიაში არ შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობა დომინირებდეს, მასში წევრთა ნახევარი ოპოზიციას უნდა ჰქონდეს. ჯერ ერთი 10 წევრიდან მხოლოდ 8 წევრისგან შედგებოდა ე.წ. წულუკიანის კომისია.

მეორეც ამ კომისიაში ყველა წევრი მმართველი პარტიის პარტიული სიით არჩეული დეპუტატი იყო. სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი და ილია ინჯია სწორედ „ქართული ოცნების“ სიით გახდნენ დეპუტატები და მათთვის „სახელის გადარქმევით“ მმართველმა პარტიამ მანიპულირებით მოახდინა იმიტირება თითქოს კომისიაში ოპოზიციაც იყო წარმოდგენილი.

რეალურად ასეთი კომისია ვერ იქნება ლეგიტიმური და შესაბამისად მისი დასკვნაც ვერ გამოდგება როგორც კონსტიტუციურად ლეგიტიმური დოკუმენტი. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ საგამოძიებო კომისია კონსტიტუციურად არ არის გამოძიების ორგანო, ეს ფუნქცია პროკურატურას და სხვა ე.წ. ძალოვან უწყებებს აქვთ. სწორედ ამიტომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა გამოსაძიებლად გადაეგზავნება პროკურატურას.

რეალურად ასეთი კომისია ვერ იქნება ლეგიტიმური და შესაბამისად მისი დასკვნაც ვერ გამოდგება როგორც კონსტიტუციურად ლეგიტიმური დოკუმენტი. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ საგამოძიებო კომისია კონსტიტუციურად არ არის გამოძიების ორგანო, ეს ფუნქცია პროკურატურას და სხვა ე.წ. ძალოვან უწყებებს აქვთ. სწორედ ამიტომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა გამოსაძიებლად გადაეგზავნება პროკურატურას

თუ პროკურატურა დაადგენს კანონდარღვევებს და მის ჩამდენთ, საქმეს სასამართლოს გადასცემს და საბოლოოდ სასამართლო ადგენს ფაქტებს, აფასებს და გამოაქვს განაჩენი.

- თუ ისეა როგორც ბრძანებთ, მაშინ რა გამოდის - საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ თემაზე გამოტანილი განაჩენი სარჩელზე რამდენად შეიძლება იყოს სამართლებრივად გამართული?

- როგორც შეგვიძლია დავინახოთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს. ფაქტებს მხოლოდ ისინი ადგენენ. მმართველ პარტიას სარჩელზე მხოლოდ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა აქვს მტკიცებულებად დართული რომლის ლეგიტიმურობა აღნიშნულის გათვალისწინებით, საეჭვოა და კანონდარღვევის ფაქტების დასადგენად ვერ გამოდგება.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს. მმართველ პარტიას სარჩელზე მხოლოდ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა აქვს მტკიცებულებად დართული რომლის ლეგიტიმურობა აღნიშნულის გათვალისწინებით, საეჭვოა და კანონდარღვევის ფაქტების დასადგენად ვერ გამოდგება

მმართველი პარტიის მიერ ოპონენტების მიმართ დადგენილი ფაქტები და შეფასებები ობიექტური ვერ იქნება და შესაბამისად ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ ვერდიქტს. ეს არის სამართლიანი სასამართლოს პრინციპის ანა-ბანა

- პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამ თემაზე თქვა რომ „საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული საქმის განხილვა სამართლებრივი საკითხია და გაუგებარია რატომ ხდება ამ საკითხის პოლიტიზირება“.

ბევრის თქმით და მათ შორის თქვენც ამბობთ რომ „ეს პროცესი პოლიტიკურია“. ამის ყველაზე დამადასტურებელ ფაქტად თქვენ ასახელებთ იმას რომ სარჩელში წარმოდგენილ მტკიცებებზე გამოძიება არ ჩატარებულა.

მეტიც, ამბობთ, რომ რადგან გამოძიება არ ჩატარებულა და არც ერთ ინსტანციაში გადაწყვეტილება არაა მიღებული, ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა ჩაანაცვლოს სასამართლოების მიერ არგანხილულ საქმეზე განაჩენი.

თუ სარჩელში ჩამოთვლილი მტკიცებებზე გამოძიება არ ჩატარებულა, მათზე არც ერთ სასამართლოს არ უმსჯელია, ამ საკითხებზე საკონსტიტუციოს მიერ გამოტანილი განაჩენი რამდენად შეიძლება იყოს სამართლიანი და სამართლებრივად გამართული?

და კიდევ - ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს პრეცედენტი როცა სასამართლოებს არ აქვთ განხილული საქმე და მათზე არსებით განხილვას არა მარტო იწყებს საკონსტიტუციო სასამართლო, არამედ იღებს კიდეც ამგვარ გადაწყვეტილებას?

- განსახილველი შემთხვევისთვის, თუ რას შეიძლება დაეყრდნოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი, გამოდგება ნიკანორ მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საქმე, აგრეთვე ე.წ. სარალიძის საგამოძიებო კომისიის საქმე.

მელიას საქმის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლო დაეყდნო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს, რომლითად დადგენილი იყო ნიკა მელიას მიერ კანონდარღვევის ჩადენის ფაქტი.

მელიას საქმის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლო დაეყდნო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს, რომლითაც დადგენილი იყო ნიკა მელიას მიერ კანონდარღვევის ჩადენის ფაქტი

ე.წ. სარალიძის საქმის საგამოძიებო კომისიის დასკვნა თანამდებობის პირთა მიერ კანონდარღვევების ჩადენის ფაქტების გამოსაძიებლად და დასადგენად პროკურატურას გადაეცა და არა საკონსტიტუციო სასამართლოს.

- სოციალურ ქსელში ამ თემაზე თქვენი სტატუსები და სატელევიზიო გამოსვლაში კიდევ რამდენიმე საინტერესო მომენტზე ამახვილებთ ყურადღებას.

როცა სარჩელში მოყვანილია ფაქტები იმის შესახებ რომ „ნაცმოძრაობა“ აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას, ამ საკითხზე სისხლის სამართლის 315 მუხლით 4 ჯერაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ყველა ეს საქმე დახურულია.

თუ არც ერთი ეს საქმე დასრულებული არაა, მაშინ საკონსტიტუციო სარჩელში როგორღა მოხვდა ეს ბრალდებები?

- პოლიტიკური პარტიის აკრძალვა დასაშვებია თუ მისი მიზანი არის ხელისუფლების ძალადობით დამხობა ან ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. კონსტიტუციური სარჩელიც უმთავრესად ამ 2 საკითხზეა კონცენტრირებული.

ამ დროს კი 2012 წლის შემდეგ ანუ მმართველი პოლიტიკური ძალის მმართველობის პერიოდში მგონი 4 ჯერ მაინც არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლების ძალადობით შეცვლისა მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით. გამოძიებაც დაიწყო და სავარაუდო ფიგურანტებად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სახელდებოდნენ. არათუ სასამართლო განაჩენი, გამოძიებაც კი არ არის დღემდე დასრულებული. ეს ნიშნავს რომ კანონდარღვევის ფაქტები დადასტურებული არ არის, არ არსებობს.

მმართველი პოლიტიკური ძალის მმართველობის პერიოდში მგონი 4 ჯერ მაინც არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლების ძალადობით შეცვლისა მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით. გამოძიებაც დაიწყო და სავარაუდო ფიგურანტებად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სახელდებოდნენ. არათუ სასამართლო განაჩენი, გამოძიებაც კი არ არის დღემდე დასრულებული. ეს ნიშნავს რომ კანონდარღვევის ფაქტები დადასტურებული არ არის, არ არსებობს

ამ პირობებში კი აშკარად უსაფუძვლოდ წარმოჩინდება ყველა მტკიცება რომ ოპოზიციურ პარტიებს და მათ ლიდერებს ხელისუფლების ძალადობით შეცვლა ჰქონდათ ან აქვთ მიზნად, საბურავების რევოლუცია და ასეთი შეფასებები მხოლოდ პოლიტიკურად მოტვირებული განცხადებები იყო და ასეთად რჩება.

სისხლის სამართლის კოდექსში ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის დანაშაულს 308-ე მუხლი შეეხება. საფუძვლიანი რომ იყოს მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში ამ მიმართებით წარმოდგენილი მსჯელობა, როგორც მინიმუმ 2012 წლის შემდგომ გამოძიება მაინც უნდა იყოს დაწყებული რომელშიც სავარაუდო ფიგურანტები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებოდნენ.

რაც მახსენდება ამ მუხლით მხოლოდ ე.წ. კარტოგრაფების საქმე აღიძრა და სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენიც არ არსებობს. ამასთან, საქმეზე ბრალდებულნი არ არიან პოლიტიკოსები.

რომ შევაჯამოთ სამართლებრივად დაუსაბუთებელია მტკიცება ხელისუფლების ძალადობით შეცვლის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზნის ქონის თაობაზე, მაშინ როდესაც ამ ქმედებების ჩადენის ფაქტების დამადასტურებელი განაჩენები არ არსებობს. ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა განაჩენებს ვერ ჩაანაცვლებს

სამართლებრივად დაუსაბუთებელია მტკიცება ხელისუფლების ძალადობით შეცვლის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზნის ქონის თაობაზე, მაშინ როდესაც ამ ქმედებების ჩადენის ფაქტების დამადასტურებელი განაჩენები არ არსებობს. ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა განაჩენებს ვერ ჩაანაცვლებს

- კიდევ ერთ საინტერესო დეტალზე ამახვილებთ ყურადღებას, კერძოდ - სისხლის სამართლის 308 მუხზე, რომელიც ტერიტირიული მთლიანობის დარღვევის მცდელობას ეხება.

მაგრამ, აქაც საინტერესო ისაა რომ ამ მუხლით საქართველოში მხოლოდ ერთი საქმეა აღძრული და მას ჰქვია „კარტოგრაფების საქმე“. როგორც თქვენ ამბობთ, საუბარია საქმეზე, რომელზეც გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა და საქმე თაროზეა შემოდებული.

როგორც ჩანს, სწორედ ამის გამოა ახლა დაჩქარებული წესით რომ მიმდინარეობს ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე ექსპრემიერ გახარიას საქმე. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ჩორჩანას საქმე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წარმოებს და კონსტიტუციური სარჩელის განხილვის პროცესში ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე არ მიუთითებენ. სისხლის სამართლის საქმე 308-ე მუხლით რომ აღეძრათ ეს ხომ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი იქნებოდა - მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრემიერისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ბრალის წაყენება ავტომატურად ნიშნავდა პასუხისმგებლობის გაზიარებას მმართველი პარტიის მიერაც.

ასე, რომ ამ საკითხში მმართველმა პარტიამ პოლიტიკური წინდახედულება გამოიჩინა.

ჩორჩანას საქმე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წარმოებს და კონსტიტუციური სარჩელის განხილვის პროცესში ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე არ მიუთითებენ... ასე, რომ ამ საკითხში მმართველმა პარტიამ პოლიტიკური წინდახედულება გამოიჩინა

- დამკვირვებელთა უმრავლესობა საუბრობს იმაზე რომ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება თუ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, ეს გადაწყვეტილება რუსეთს მისცემს შესაძლებლობას უკვე საქართველოს საკონსტიტუიო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოითხოვოს ოფიციალური თბილისისაგან ჯერ აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“, ხოლო შემდეგ დაიწყოს ამ რეგიონებთან საზღვრის დადგენის პროცესი.

თუ საკონსტიტუციო სასამართლოში უმრავლესობის სახელით შეტანილ სარჩელზე დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თქვენც ფიქრობთ რომ ოფიციალური თბილისი იძულებული იქნება თავად აღიაროს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარება?

- რუსეთის რეჟიმი ასეთ დოკუმენტს რომ გამოიყენებს ცხადია. არათუ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს, მმართველი პარტიის კონსტიტუციური სარჩელისა და ე წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის გამოყენებასაც შეეცდებიან.

პუტინის რუსეთს არაერთი დოკუმენტის გამოყენება უცდია მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მიუღია. ამას კი ქართველი ხალხის დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისადმი ერთგულება და საქართველოს დასავლელი მეგობარი სახელმწიფოები თუ დემოკრატიული თანამეგობრობა უზრუნველყოფს.

საქართველოს დამოუკიდებლობასთან თუ ტერიტორიულ მთლიანობასთან ან დეოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მმართველი პარტია ქართველი ხალხის, დემოკრატიული თანამეგობრობის და დადგენილი საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ ვერ წავა.

საქართველოს დამოუკიდებლობასთან თუ ტერიტორიულ მთლიანობასთან ან დეოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მმართველი პარტია ქართველი ხალხის, დემოკრატიული თანამეგობრობის და დადგენილი საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ ვერ წავა

ძალით სახელმწიფოს ტერიტორიების და საზღვრების ცვლილების და ლეგიტიმაციის პრეცედენტს დემოკრატიული სამყარო არ უშვებს და ამას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული დემოკრატიული სახელმწიფოების მყარი, თანმიმდევრული პოზიციაც ადასტურებს.

მმართველი პარტიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პუტინის რუსეთისთვის მიცემული მორიგი „კოზირი“ ვერ იქნება რეალიზებული.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ