„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ

„ვისოლის“ ახალგაზრდა მრბოლელებმა NASCAR Euro Series 2026-ის სეზონი უმაღლესი შედეგებით დაასრულეს. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა სანდრო თავართქილაძემ „მასტერსის“ კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო სანდრო ქაჯაიამ, სადებიუტო სეზონში, „როკი ჩელენჯის“ ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ბელგიაში, ზოლდერის ავტოდრომზე გაიმართა.

„ვისოლი“ 2012 წლიდან საქართველოში ავტოსპორტის აქტიური მხარდამჭერია. ამ წლების განმავლობაში კომპანიასთან ერთად არაერთმა ახალგაზრდა სპორტსმენმა დაიწყო პროფესიული სარბოლო კარიერა, განავითარა საკუთარი შესაძლებლობები და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას მიაღწია.

მიმდინარე წელს „ვისოლის“ ავტოსპორტის მხარდაჭერა „გზა შენია“ პლათფორმის ქვეშ გაერთიანდა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას, მრბოლელების პროფესიულ განვითარებას, საავტომობილო შეჯიბრებების მხარდაჭერასა და საქართველოში ავტოსპორტის პოპულარიზაციას.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ „ვისოლის“ მრბოლელები საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ. სანდრო თავართქილაძისა და სანდრო ქაჯაიას შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტსმენების მხარდაჭერა, მათი განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა და გრძელვადიანი პარტნიორობა. ჩვენ გვსურს, რომ ავტოსპორტი კიდევ უფრო პოპულარულ სპორტად ვაქციოთ ჩვენს ქვეყანაში, რადგან ჩვენ ერთადერთი ქართული ბრენდი ვართ ნავთობბაზარზე, რომელიც უკვე 26 წელია ზრუნავს საქართველოში უახლესი სტანდარტების დამკვიდრებას როგორც საწვავი პროდუქტის ხარისხის, ისე მომსახურების კუთხით. ჩვენ გვეამაყება, რომ ყველაზე წარმატებული ავტომრბოლელები სწორედ ჩვენი საწვავით ავლენენ თავიანთი ავტომობილების შესაძლებლობების მაქსიმუმს საქართველოშიც და ბრწყინავენ უკვე საერთაშორისო პოდიუმებზეც.“ აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

კომპანიის ავტოსპორტის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს - „ვისოლის“ მრბოლელთა გუნდის შექმნას, ციფრული მედიაპლატფორმების განვითარებას, მათ შორის YouTube არხზე ცნობილ მრბოლელ დათა ქაჯაიასთან ერთად მომზადებულ „სუპერ ტესტს“, ასევე სპორტულ ღონისძიებებს. მათ შორისაა „King of Drift“ - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო შეჯიბრება. „ვისოლი“ ასევე ფორმულა 1-ის საერთაშორისო რბოლების ტრანსლაციის სპონსორია საქართველოში.

საქართველო 2026 წლის ევრონასკარზე ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. ქართველი მრბოლელები - სანდრო თავართქილაძე და სანდრო ქაჯაია - ნიდერლანდური გუნდის, „Bleekemolen”-ის, შემადგენლობაში ასპარეზობდნენ. ჩემპიონის ტიტული დავით ქაჯაიამაც მოიპოვა „Challenger Trophy” კატეგორიაში. ევროპული ნასკარის სერიები სეზონზე 12 რბოლას მოიცავს. ტურნირის ჩემპიონებს კი 12-ვე რბოლის შედეგად დაგროვებული ქულებით ავლენენ.

„ვისოლისთვის“ „გზა შენია“ მხოლოდ კამპანიის გზავნილი არ არის - ეს არის შესაძლებლობების შექმნა მათთვის, ვინც საკუთარ გზას გამარჯვებისკენ მიჰყავს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა