თამარ კეკენაძე - ბოიკოტისტების, ზურაბიშვილის და „ნაცმოძრაობის“ მიერ მოწყობილი მშვიდობიანი დამხობის პროვოკაცია არა შეცდომა, არამედ დანაშაულია

ბოიკოტისტების, [სალომე] ზურაბიშვილის და „ნაცმოძრაობის“ მიერ მოწყობილი მშვიდობიანი დამხობის პროვოკაცია არა შეცდომა, არამედ დანაშაულია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კეკენაძემ განაცხადა.

თამარ კეკენაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში დიდი ქალაქების მოგების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ კანონების გამკაცრებას და პარტიების აკრძალვას ვერ გაბედავდა.

„თბილისის და დიდი ქალაქების მოგების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ვეღარ გაბედავდა ვერც კანონების გამკაცრებას და ვერც პარტიების აკრძალვაზე საუბარს. ამიტომაც არის ბოიკოტისტების, ზურაბიშვილის და „ნაცმოძრაობის“ მიერ მოწყობილი მშვიდობიანი დამხობის პროვოკაცია არა შეცდომა, არამედ დანაშაული“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს