პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გლობალური პროგრესული მობილიზაციის ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ბარსელონაში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მასპინძლობით იმართება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მონაწილეობას იღებს გლობალური პროგრესული მობილიზაციის ფორუმში (Global Progressive Mobilization – GPM), რომელიც 2026 წლის 17–18 აპრილს ბარსელონაში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მასპინძლობით იმართება. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით,ფორუმში პარტიას თამარ კეკენაძე წარმოადგენს. აღნიშნული პლატფორმა კი აერთიანებს მსოფლიოს წამყვან პროგრესულ პოლიტიკურ ძალებს და ორგანიზაციებს.

„ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიის გაძლიერებას, სოციალური სამართლიანობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, მათ შორის ავტორიტარიზმის გაძლიერების წინააღმდეგ ბრძოლაში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება თემატური სესიები და დისკუსიები, რომლებიც მიმართულია პროგრესული ძალების კოორდინაციისა და საერთო ხედვის გაძლიერებისკენ, ასევე იმ პოლიტიკისა და მიდგომების განვითარებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანების კეთილდღეობას, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და თანასწორ შესაძლებლობებს,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში