„ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბრის აქციაზე დასასწრებად, ზუგდიდიდან და სამეგრელოს სხვა რაიონებიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე დაანონსებულ აქციაზე დასასწრებად, ზუგდიდიდან და სამეგრელოს სხვა რაიონებიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

როგორც პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, 14 ოქტომბრის აქციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი იქნება ქვეყანა სამომავლოდ.

„14 ოქტომბრის აქციაზე წამოსვლის ძალიან ბევრი მსურველია ზუგდიდიდან და სამეგრელოს სხვა რაიონებიდან. ადამიანები ყოველდღიურად გვიკავშირდებიან და ტრანსპორტით უზრუნველყოფას გვთხოვენ. მინდა მათთვის დავაანონსო, რომ 14 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე ზუგდიდში, მეუნარგიას #25-ში ყველას გექნებათ შესაძლებლობა, მოხვიდეთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ტრანსპორტირებას, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, შეუერთდეთ თბილისში მრავალათასიან აქციას.

14 ოქტომბრის აქციას აქვს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა, ეს არ არის ის აქცია, რომელიც მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება. ეს არის აქცია, სადაც ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ ხვალ, გვაქვს თუ არა საერთოდ სახელმწიფო. მიხარია, რომ ბევრი ზუგდიდელი, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, გვიკავშირდება და გვთხოვს, რომ უზრუნველვყოთ მათი თბილისში 14 ოქტომბრის აქციაზე წაყვანა“, - განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 14 ოქტომბერს, თბილისში აქციას გამართავს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი