მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელო“ 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, მათი პარტია 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება.

ხაზარაძის განმარტებით, სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისაგან.

მისივე თქმით, ოპოზიციის ფოკუსი უნდა იყოს მიმართული მეორე ტურზე და ეს ფოკუსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიკარგოს.

,,პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ამ აქციას არ უერთდება. შესაძლოა, ვინმემ გადაწყვიტოს ინდივიდუალურად მისვლა და ამას არ ვუშლით. ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისაგან. ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს მიმართული მეორე ტურზე თუ გვინდა, რომ ქვეყანაში შევცვალოთ მდგომარეობა და ეს მიზანი არ უნდა დაიკარგოს არანაირად. 30 ოქტომბერს მეორე ტურში ოპოზიციამ კოალიციურად უნდა მოიგოს არჩევნები და მომავალ წელს მოემზადოს რიგგარეშე არჩევნებისთვის, კრიზისი მეორე ტურის გარეშე ვერ დაიძლევა“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება