ვახტანგ კალოიანი - თვალპაჭუნა პრემიერმა უვაქცინოდ დაგვტოვა, დღევანდელი მთავრობის ყველა ნაბიჯი კი საარჩევნო კამპანიასთანაა დაკავშირებული - თავმოყვარე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი გადადგებოდა

ჩვენ დღეს ვართ დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობაში. დღეს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგებოდა, - ასე შეაფასა ბათუმში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ხელისუფლების უუნარობამ და უპასუხისმგებლო პოლიტიკამ განაპირობა.

„დღეში 40 ადამიანი გვეღუპება, ვერაფერი გავაკეთეთ ინფექციის საკონტროლოდ. ვერ მოვახერხეთ ვაქცინაციის ორგანიზება, ვერ მოვახდინეთ ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება, ვერ შევძელით მოქალაქეების დარწმუნება. ვერ უზრუნველვყავით მედიკამენტებით ჯანდაცვის სისტემა, ვერ უზრუნველვყავით შესაბამისი აღჭურვილობით. უბედურებასა და უპატრონობაში ვართ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სახელმწიფო მანქანას საარჩევნო კამპანიის დროს 2 თვის განმავლობაში არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს ვაქცინაციასთან მიმართებით. დღეს პასუხისმგებელი პირები გვეუბნებიან, რომ თურმე სოფლებში მობილურ ჯგუფებს ჩართავენ მაშინ, როცა ჯერ კიდევ მაისში ვეუბნებოდით, რომ სექტემბრის ბოლოს, ნოემბერში ახალი ტალღა იქნებოდა. ეს არის ცალსახად პოლიტიკური საკითხი, ეს არის უპასუხისმგებლობისა და არაპროფესიონალიზმის საკითხი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც დღეს პანდემიას მართავს“, - განაცხადა კალოიანმა.

მისი შეფასებით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი არის იმ ხელისუფლების მოსვლაში, რომელიც ვაქცინაციის დაწყებას შეძლებს.

მისი თქმით, საჭიროა ვაქცინაციის ტემპის მნიშვნელოვანი გაზრდა, საინფორმაციო კამპანია, მობილური ჯგუფების შექმნა და ა.შ.

„თვალპაჭუნა პრემიერ-მინისტრმა უვაქცინოდ დაგვტოვა. დღევანდელი მთავრობის პირობებში პანდემიასთან დაკავშირებით გადადგმული ყველა ნაბიჯი საარჩევნო კამპანიასთან არის დაკავშირებული. უპასუხისმგებლობის და უწესობის ზღვარსაა გასული, რასაც მმართველები პანდემიასთან დაკავშირებით სჩადიან. ჩვენ თვალი და ყური მიგვეჩვია, რომ 40 ადამიანი არც ისე ბევრია, 1000-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ სექტემბერში, 2,5% გვაქვს სიკვდილობა, იგივე პროცენტით მივდივართ. ნაბიჯებს უნდა გადადგმა“, - განაცხადა კალოიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში კვლავ ინფიცირებულთა ზრდა ფიქსირდება იმ ფონზე, როცა სამყარომ პანდემიასთან სტრატეგიული ბრძოლა დაასრულა.

„საკოორდინაციო საბჭოში სახლობანას თამაშობენ, ოღონდ საარჩევნო სახლობანას. ქვეყანაში ვაქცინაციის იდეა პოპულარული ვერ გახადეს და პირში წყალი ჩაიგუბეს“,-განაცხადა კალოიანმა.

მისი ვარაუდით, ძალიან მძიმე ზამთარია მოსალოდნელი, რადგან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად, გრიპის ვაქცინაციაა საჭირო.

„რადიკალური ცვლილების გარეშე, ძალიან მძიმე ნოემბერ-დეკემბერი გველოდება. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა“, - განაცხადა კალოიანმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი