რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებს შეხვდნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორი ბადრი ჩერქეზიშვილი, არქივის თანამშრომლები ივანე ჯახუა და ლევან ვარდიძე ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებს: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებს გააცნო სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივა - საარქივო მასალებზე დაყრდნობით, გამოიცეს ნაშრომი საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელი სასულიერო პირების შესახებ. სათათბიროს წევრებს მიმართეს შსს არქივის დირექტორმა ბადრი ჩერქეზიშვილმა და არქივის თანამშრომლებმა ივანე ჯახუამ და ლევან ვარდიძემ, რომლებმაც ისაუბრეს გამოცემის მნიშვნელობაზე.

მათივე ინფორმაციით, ინტერრელიგიური სათათბიროს უკლებლივ ყველა წევრი მოწონებით შეხვდა ახალ წამოწყებას. ზაზა ვაშაყმაძემ წინადადებით მიმართა თითოეულ მათგანს, მიაწოდონ რეპრესირებული სასულიერო პირების შესახებ მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რათა ის ახალ გამოცემაში სრულად აისახოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა