მედია - ნორვეგიაში 5 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციისთვის ცნობილი იყო, რადგან მისი რადიკალიზების საფრთხე არსებობდა

მამაკაცმა, რომელიც ნორვეგიაში მშვილდ-ისრის გამოყენებით ხუთი ადამიანის მკვლელობის გამო დააკავეს, გარკვეული დროის წინ ისლამი მიიღო, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა.

გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციისთვის ცნობილი იყო, რადგან მისი რადიკალიზების საფრთხე არსებობდა. დაკავებული პირი დანიის 37 წლის მოქალაქეა. პოლიციამ მისი აყვანა თავდასხმის დაწყებიდან 6 წუთში სცადა, თუმცა მამაკაცმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და დაკავების პროცესი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, თავდასხმა გუშინ, ქალაქ კონგსბერგში მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი და დაშავდა ორი ადამიანი. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი მარტო მოქმედებდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო