ირაკლი ღარიბაშვილი - ყველას მინდა მოვუწოდო, რომ დღეს გვჭირდება სიმშვიდე - მე აღარ მინდა პატიმარზე ამდენი ვილაპარაკო

მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ დღეს გვჭირდება სიმშვიდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ახლა საქმეზე კონცენტრირება არის საჭირო.

„მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ დღეს გვჭირდება სიმშვიდე. ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად მეორე ტური, დავასრულოთ ეს არჩევნები. ყველამ გაიმარჯვოს, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. მე აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი. საკმარისია, ვფიქრობ, ძალიან ბევრი განცხადებაც გაკეთდა, ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ, ახლა საქმეზე კონცენტრირება არის საჭირო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა