პაატა ზაქარეიშვილი - "ქართულმა ოცნებამ" თხარა-თხარაო და „ნაცმოძრაობა“ გამოთხარა, იმდენი ილაპარაკა, რომ მართლაც ბრუნდება "ნაციონალური მოძრაობა"

2012 წელს ჩაიარა ამან, ამის შემდეგ, რომ ისევ ცოცხებზე ლაპარაკობს „ქართული ოცნება“, ე.ი. მას სალაპარაკო არაფერი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ - ცოცხები უკვე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მუშაობს , - ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

აღნიშნულ ფაქტზე საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ 9 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მხრიდან ისევ ცოცხებზე აპელირება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას 2012 წლიდან დღემდე არაფერი გაუკეთებია.

„2012 წელს „ქართული ოცნებიდან“ წყალტუბოში ვიყრიდი კენჭს, ჩვენ მოვუწყვეთ, მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი, როდესაც კანდიდატი ვიყავი, „ცოცხების დერეფანი“ მაშინდელ ხელისუფლებას იმერეთში, მაგრამ 2012 წელს ჩაიარა ამან, ამის შემდეგ, რომ ისევ ცოცხებზე ლაპარაკობს „ქართული ოცნება“, ე.ი. მას სალაპარაკო არაფერი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ეს არის ბრწყვინვალე ნიშანი მათთვის, ვისაც პოლიტიკის წარმოდგენა მაინც აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხებმა დაამარცხა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ და იქიდან დღემდე, „ქართულ ოცნებას“ არაფერი გაუკეთებია საერთოდ, ისევ ჩაბღაუჭებულია ამ გაძვალტყავებულ და დამტვრეულ ცოცხებს.

ცოცხები უკვე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მუშაობს. ამდენი წელი გავიდა, სხვა არაფერი მომხდარა ქვეყანაში, რომ კიდევ ცხვირში მთხრი „ნაციონალური მოძრაობის“ ცოცხებს?! ვინც ქუჩაში გამოვიდა და ცოცხებით აპელირებს, დავალება აქვს. თავის დროზე ჩვენ, რომ გამოვდიოდით ცოცხებით, ვთხოვეთ ხალხს, წადით ბაზარში და თქვენი ფულით იყიდეთ ცოცხები - ადამიანებმა ასობით ცოცხი თვითონვე იყიდეს. დარწმუნებული ვარ, დღეს დაურიგეს ეს ცოცხები“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთგვარი ტესტი იქნება, თუ რამდენი ადამიანის მობილიზებას შეძლებს ის.

„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, იმ შემთხვევაში თუკი ბევრი ხალხი მოვა. თანაც, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად მარტო გამოდის. პრაქტიკულად, ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომ მიაჩნიათ, დაუშვებელია სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა, თავის მომხრეებს არ მოუწოდა, აქციაში მიეღოთ მონაწილეობა. ახლა ნამდვილად გამოჩნდება, რა ძალის მობილიზება შეუძლია ცალკე „ნაციონალურ მოძრაობას“ და როგოც ჩანს, ის მნიშვნელოვნად უფრო მეტ ხალხს მოიყვანს, ვიდრე მთელი დანარჩენი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გაერთიანებული. აშკარად ჩანს, რომ ამით მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელახალი რებრენდინგი და „ნაცმოძრაობა“ იტყვის, რომ „მაინც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა ვარ, კეთილი ინებე და ჩემთან ითანამშრომლე“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბრუნდება.

„გამოდის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მაინც თხარა-თხარაო და "ნაციონალური მოძრაობა" გამოთხარა. რეალურად, იმდენი ილაპარაკა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბრუნდება, რომ მართლაც ბრუნდება "ნაციონალური მოძრაობა" - მე ეს ერთი მხრივ არ მახარებს, მაგრამ მეორე მხრივ, იმდენად მიუღებელია "ქართული ოცნება", მკვდარი, 2012 წელს დამარცხებული "ნაციონალური მოძრაობა", ჯერ კიდევ ცოცხალი და პოპულარულია ხალხში. სააკაშვილის ჩამოსვლამ და ციხეში წასვლამ ერთი-ორად გაზარდა მისი რეიტინგიც, მის მიმართ ნდობაც და "ნაციონალური მოძრაობის" მომავალი”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები თბილისში მიმავალ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ცოცხებით დახვდნენ. "ქართული ოცნების" აქტივისტები სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში და რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციისკენ მიმავალ ადამიანებს სხვადასხვა შეძახილით აცილებდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა