ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან 190 ათასი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახალ პროექტს იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, რეგიონებში კერძო სექტორის მხარდასაჭერად და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი მოაწერა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა და GIZ- ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში" დირექტორმა ანა-ვალერი პიტერსმა.

როგორც მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა, საგრანტო ხელშეკრულება კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ეკოტურიზმის განვითარებას.

„ეს გულისხმობს სამ რეგიონში: რაჭაში, გურიისა და ქვემო ქართლში ეკოტურისტული პროდუქტისა და სერვისის განვითარებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საკმაოდ კონკურენტუნარიანი, მდგრადი ტურისტული პროდუქტის განვითარებას“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ანა-ვალერი პიტერსი კი განმარტავს, რომ პროექტი ძალიან დიდ ნდობაზეა დამყარებული.

"ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 190 ათასი ევროს ოდენობის გრანტს გადავცემთ, რათა განახორციელოს ეკოტურიზმის სტრატეგია, განავითაროს ეკოტურიზმი ქვეყანაში. ეს პროექტი დამყარებულია ძალიან დიდ ნდობაზე, იმ ერთობლივ სამუშაოზე, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ“,- აცხადებს ანა-ვალერი პიტერსი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საგრანტო პროექტი რაჭის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების და მომსახურების შექმნას, განვითარებას და დივერსიფიკაციას მოიცავს. პროექტი ითვალისწინებს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, შესაბამისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ კურსების ორგანიზებას და რეგიონული თემატური ფესტივალების, ასევე გასტრონომიული და გაცნობითი ტურების ორგანიზების მხარდაჭერას. პროექტის მიზანია ეკო, აგრო, კულინარიული და ღვინის ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა.

პროექტი ერთწლიანია და ბიუჯეტი 190,000 ევროს შეადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა