თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის შემთხვევების ასეთი ნახტომისებური ზრდა „მეხუთე ტალღის“ დასაწყისია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის მოსაზრებით, კორონავირუსის შემთხვევების ასეთი ნახტომისებური ზრდა არის „მეხუთე ტალღის“ დასაწყისი.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი.

„სამწუხაროდ, ბოლო დღეებში დაფიქსირდა ნახტომისებური ზრდა ახალი შემთხვევების. სულ რაღაც 3-4 დღეში 2 ათასიდან 5 ათასამდე აიწია. მართალია, დღეს 3200-ია, მაგრამ სავარაუდოდ, გუშინდელი დასვენების დღის გამო. მოსალოდნელია, რომ შემდეგ დღეებში ისევ მოიმატოს. ვართ არა მეხუთე ტალღის ზღვარზე? - ამ სახელების დარქმევა გარკვეულწილად პირობითია. ზუსტად არავინ იცის სად გათავდა „მესამე ტალღა“, სად გათავდება მეოთხე და როდის დაიწყება „მეხუთე ტალღა“. დიახ, მე ვიტყოდი, რომ რამდენადაც „მეოთხე ტალღის“ შემდგომ იყო მნიშვნელოვანი კლება, როდესაც 1000-დან 2000-მდე შემთხვევა იყო, სიკვდილობის მაჩვენებელი კი, 80-დან 23-26-მდე ჩამოვიდა, ჩავთვალოთ, რომ „მეოთხე ტალღა“ გადავიარეთ მაშინ და ახლა ასეთი ნახტომისებური ზრდა არის „მეხუთე ტალღის“ დასაწყისი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს