პენტაგონი - თავდაცვის მდივანი ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტუროს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ვიზიტისა და ბელგიაში დაგეგმილ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ხაზი გაუსვას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაში. ლიდერები აგრეთვე განიხილავენ უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ შავი ზღვის რეგიონში უფრო მეტ რეგიონალურ თანამშრომლობას,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პენტაგონში ასევე აცხადებენ, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მტკიცედ უჭერს მხარს თავის ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შავი ზღვის მნიშვნელოვან რეგიონში რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების ფონზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა