ბესარიონ სიმონიშვილი - წლის ბოლომდე თბილისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებს 60 ბინას გადავცემთ

დევნილთა სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, თბილისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებს წლის ბოლომდე 60 ბინა გადაეცემა.

ბესარიონ სიმონიშვილმა ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა და სამაგალითო თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. „წლის ბოლომდე, თბილისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებს 60 ბინას გადავცემთ 17 ოქტომბერს ვეტერანის დღე აღინიშნება. თითოეულ ვეტერანს ვულოცავ ამ დღეს და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამაგალითო თავდადებისათვის. ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების გათვალისწინებით, 2020 წლიდან, ვეტერანი დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, სპეციალურ პროექტს ვახორციელებთ.

წელს, ვეტერან დევნილთა ოჯახებს 160 ბინა უკვე გადავეცით ზუგდიდსა და ქუთაისში და წლის ბოლომდე, თბილისში კიდევ 60 ოჯახს განვასახლებთ”, - განაცხადა სიმონიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა