სუს-ი - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს და გაქრა სამსახურეობრივი მეხსიერების ბარათი - გაქურდულია ერთ - ერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი

ინფორმაცია, თითქოს სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სრული სიცრუეა თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.

როგორც უწყება განმარტავს, გაქურდულია სუს-ის ქვემო ქართლის რეგიონული დანაყოფის ერთ - ერთი თანამშრომლის ოჯახის სახლი.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, 28 სექტემბერს, მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული სიცრუეა თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.

გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული დანაყოფის ერთ - ერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები.

ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა