ადვოკატ სოსო კორკელიას ინფორმაციით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის ფარგლებში პოლიციამ 3 პირი, მათ შორის მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავა, რომელსაც გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება

ადვოკატ სოსო კორკელიას ინფორმაციით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის ფარგლებში სამი პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ადვოკატმა განაცხადა, საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულია ბიძინა ხასია, რომლის ინტერესებსაც თავად იცავს. ადვოკატის თქმით, ბიძინა ხასიას გამოძიება დანაშაულის დაფარვას, ხოლო კიდევ ერთ დაკავებულ ბექა ლატარიას ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვას ედავება.

კორკელიასთვის უცნობია, კონკრეტულად რა ბრალდებითაა დაკავებული კიდევ ერთი პირი.

გარდა ამისა, როგორც სოსო კორკელია აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემია, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ბიძინა ხასიას დაკავების დროს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„მე დღეს საღამოს ვიყავი ბრალდებულთან. მთელი დღის განმავლობაში ვეძებდით დაკავებულებს, პროკურატურა და პოლიცია ცდილობდა, გზა-კვალი აერია, რომ არ მიგვეგნო. ამ საღამოს, როდესაც ბრალდებული ვნახე, ნანახმა ძალიან გამაოცა, სასტიკადაა ნაცემი - სახე შესიებული აქვს, თავი დასისხლიანებული, ტანზე ნაკაწრები, ნეკნები სტკივა, ვერ სუნთქავს. მძიმე მდგომარეობაშია. რისი მოყოლაც შეძლო ისაა, რომ დანაშაულის დაფარვას ედავებიან, თუმცა არ იცის, რა დანაშაულის დაფარვას. მიუხედავად იმისა, რომ პროცესუალურად დაპატიმრებულია, არც დაკავების ოქმი გადასცემია, არც ოჯახის წევრებისთვის შეუტყობინებიათ, რომ დააკავეს. ყველა საპროცესო ნორმა უგულებელყოფილი იქნა. უფრო დეტალურად, რა დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ალბათ, ხვალ გვეცოდინება. იქნებ ახლა მაინც ინებოს პროკურატურამ და საქმის მასალები გადმოგვცეს. მასალები ამ ეტაპზე არ გვაქვს.

რაც შეეხება ლატარიას, როგორც ჩემი კოლეგისგან ვიცი, მას ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან. კიდევ ერთი დაკავებულია, თუმცა მას ამ დრომდე უფლებადამცველი არ ჰყავს და დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, რას ედავებიან," - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე წუხელ, გვიან ღამით ანასტასია შატალოვა მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა