ლაშა დამენია - ღარიბაშვილის განცხადება იმას ნიშნავს, რომ "ოცნება" მთლიანად მოწყდა ევროატლანტიკურ ალიანსს და საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ მიათრევს

„ქვეყანაში გყავს ასეთი არაადეკვატური პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ აინტერესებს ევროპარლამენტარების აზრი და თავისუფალი სამყაროს გამოხმაურება“,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მმართველი პარტიისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, "კანონის და სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება".

„როდესაც ქვეყანაში გყავს ასეთი არაადეკვატური პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ აინტერესებს ევროპარლამენტარების აზრი და თავისუფალი სამყაროს გამოხმაურება, ეს არის დამღუპველი და ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" მთლიანად მოწყდა ევროატლანტიკურ ალიანსს და საქართველოს მიათრევს რუსეთის ორბიტისკენ, ამიტომაც 30 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი აქტიურობით უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ივანიშვილის რეჟიმი მოაშოროს მართვის სადავეებს,“ - განაცხადა ლაშა დამენიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა