კახა კალაძე - რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?

რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა მისი ოპონენტის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას შეთავაზებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

კალაძის განმარტებით, იგი ვერ ხედავს ვერანაირ აზრს დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც არანაირი ხედვა და პროგრამა არ გააჩნია.

"მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ღია დებატებში მონაწილეობა შესთავაზა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა