„საქსტატის“ ახალი პროდუქტის „საერთაშორისო შედარებების პორტალის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის - „საერთაშორისო შედარებების პორტალის“ პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, პორტალი ორი ნაწილისგან შედგება - ძირითადი მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები.

„საერთაშორისო შედარებების პორტალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მოახდინოს ქვეყნების შედარება ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით. ვიზუალური ეფექტისთივს პორტალზე მონაცემებთან ერთად წარმოდგენილია ინტერაქტიული რუკა.

საერთაშორისო რეიტინგების ბლოკში წარმოდგენილია ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგები, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ადამიანის განვითარების ინდექსი და საკრედიტო რეიტინგები. გარდა ამისა, ცალკეული რეიტინგების მიხედვით მოცემულია შეფასების კომპონენტები საქართველოსთვის. საქსტატის ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია უწყების ვებ-გვერდზე.

იხილეთ ბმული: http://i-rating.geostat.ge/ka “,-აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს