გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს

გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად c ვიტამინი გაუკეთეს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მათ თანხა გადახდილი ჰქონდათ.

როგორც ერთ-ერთი მოქალაქე „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, კლინიკაში აცრა გაუკეთეს ბავშვსაც და ონკოლოგიურ პაციენტსაც. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 35 პირს გაუკეთეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად ც ვიტამინი. როგორც ისინი „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავენ, ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციაც.

როგორც კლინიკასთან მყოფი მოქალაქეები აღნიშნავენ, პოლიციამ გამოკითხვაზე რამდენიმე პირი გადაიყვანა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კლინიკაში კომენტარი არ გაკეთებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა