სერგი კაპანაძე თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტზე - ძალა და კომპეტენცია - ორივე ჩანდა აქ - ეს არის სწორი გზა ხელისუფლების შესაცვლელად

ძალა და კომპეტენცია ორივე ჩანდა აქ, რაც არის სიახლე და ძალიან მნიშვნელოვანი, - ასე აფასებს პოლიტიკოსი სერგი კაპანაძე ოპოზიციის მიერ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენას.

მისი თქმით, ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციის ეს გადაწყვეტილება სწორია.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია ამ კოალიციის შენარჩუნება, რასაც, მისივე განცხადებით, ოპოზიცია აუცილებლად მოახერხებს.

„ორი ფაქტორი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ხოლმე ასეთი ტიპის კოალიციები: ერთი, ეს არის ძალის ჩვენება და ისეთი ძალების მონაწილეობა მასში, რომელთა ერთობლიობა ამ ძალას აჩვენებს და ამის დემონსტრირებას ახდენს, რაც არის ძალიან რთული. ეს გულისხმობს ამბიციებზე გადაბიჯებას, ახლა ეს დავინახეთ. ამ პოლიტიკურმა ძალებმა მოახერხეს თავიანთ ამბიციებზე გადაბიჯება - „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ეხება და სხვებსაც. ეს ძალა და კომპეტენცია, ორივე ჩანდა აქ და ჩემი აზრით, ესაა სიახლე და ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი ძლიერი პოლიტიკური ძალები და ლიდერები, ამავდროულად კომპეტენტურები, თუ ისინი ახერხებენ კოალიციის შეკვრას არჩევნებამდე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კოალიციის შენარჩუნებასაც მოახერხებენ“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, მცირე ოპოზიციურ პარტიებს ამ კოალიციაში ყოფნა უფრო გააძლიერებს.

„არ მგონია, რომ პატარა პარტიებმა დაკარგონ თავიანთი იდენტობა. ასეთ კოალიციაში უფრო გაძლიერდებიან. მგონია, რომ ეს არის სწორი გზა ხელისუფლების შესაცვლელად. ადამიანებს, ვინც არ მივიდნენ არჩევნებზე, რადგან არ უნდოდათ ერთი ცალკე აღებული ლიდერი ან პოლიტიკური ძალა, ახლა აქვთ არჩევანი ისეთი პოლიტიკური ერთობის, რომელშიც არ არის რომელიმე ერთი აღებული დომინანტი ძალა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა