დავით ბაქრაძე - ოპოზიციის „ჩრდილოვანი კაბინეტის“ წარდგენით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ნიკა მელიამ აჩვენეს, რომ უარს ამბობენ ერთპარტიულობაზე

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე თბილისში ოპოზიციის „ჩრდილოვანი კაბინეტის“ წარდგენას მხარს უჭერს.

როგორც ბაქრაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის სწორი ნაბიჯი, გადადგმული არა მხოლოდ არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, არამედ ქალაქის და ქვეყნის სწორი მიმართულებით გასავითარებლად, ერთპარტიული მმართველობის დასასრულებად და კოალიციური, ევროპული ტიპის ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად.

მისივე განმარტებით, ამ ნაბიჯით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ნიკა მელიამ აჩვენეს, რომ უარს ამბობენ ერთპარტიულობაზე და, მიუხედავად იმისა, რომ ენმ რჩება ყველაზე დიდ და ძლიერ ოპოზიციურ პარტიად, მზად არიან, გზა გაუხსნან კოალიციურ მმართველობას.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ადეკვატურად შეაფასა ნიკა მელიას ინიციატივა და მონაწილე პარტიები წარმოდგენილი არიან მთავარი ლიდერებით, რაც ხაზს უსვამს „ჩრდილოვანი კაბინეტის“ სერიოზულობასა და მნიშვნელობას.

„ჩრდილოვანი კაბინეტის“ წარდგენით ოპოზიციამ აჩვენა, რომ მას შეუძლია, შესთავაზოს მოსახლეობას ძალიან კვალიფიციური, ძლიერი და მრავალფეროვანი გუნდი, რომელიც იმუშავებს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე და ამოიყვანს ქვეყანას უიმედობის, გაჭირვებისა და დაპირისპირების ჭაობიდან. ამავე დროს, ამ გუნდის წარდგენით იქმნება მნიშვნელოვანი პრეცენდენტი, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნებში გამარჯვების და ქვეყნის წინსვლის ფორმულა მომავალ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის დანიშვნაც ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მეორე ტურებში დამარცხების შემდეგ“, - განუცხადა ბაქრაძემ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, გუშინ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.

არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მთავრობაში თანამდებობები ასე გადანაწილდება:

თბილისის მერის მოადგილეები - მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური - სოფო ჯაფარიძე;

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - მედეა მეტრეველი;

შიდა აუდიტის სამსახური - გიორგი ნონიაშვილი;

შესყიდვების სამსახური - მამუკა აჩბა;

მუნიციპალური ინსპექცია - დიმიტრი ბიძინაშვილი;

იურიდიული სამსახური - გიგა ლემონჯავა;

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ლაგვილავა;

ტრანსპორტის სააგენტო - ვასო ურუშაძე;

თბილისის განვითარების ფონდი - ნიკა ვაჩეიშვილი;

თბილსერვის ჯგუფი - ბესო გაზდელიანი;

არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ანა ბიბილაშვილი.

გლდანის გამგებელი - თენგიზ გიორგაძე;

ნაძალადევის გამგებელი - ლერი დემეტრაშვილი;

დიდუბის გამგებელი - დავით ნაფეტვარიძე,

ჩუღურეთის გამგეობა - კახა ჟღენტი;

ვაკის გამგეობა - საბა ბუაძე;

საბურთალოს გამგეობა - ოთარ თავართქილაძე;

ისნის გამგეობა - ლანა გალდავა;

სამგორის გამგეობა - გულიკო ზუმბაძე;

კრწანისის გამგებელი - რომეო ფარულავა;

მთაწმინდის გამგეობა - თაზო დათუნაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა