ირაკლი ღარიბაშვილი - ანზორ მელია შეიძლება დამსახურებული ექიმია, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს როგორ იმართება მუნიციპალიტეტი

ანზორ მელია, რა თქმა უნდა, შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს, კითხვა მინდა დავუსვა თითოეულ ზუგდიდელს, რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი კაცმა, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელია ამ ქალაქში, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს როგორ იმართება მუნიციპალიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, მამუკა წოწერია გამოცდილი და „უწესიერესი“ კაცია.

„ამ დროს, ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი, უწესიერესი კაცი, ბატონი მამუკა წოწერია, რომელიც ღირსეული ზუგდიდელია, რომელიც არ შეარცხვენს ზუგდიდელებს და ამ ქალაქს. შესაბამისად, მინდა ვთხოვო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომ არცერთი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველანი არჩევნებზე, რომ 30 ოქტომბერს საბოლოოდ ბეჭედი დავუსვათ „ნაცმოძრაობის“ ამ ბოგინს.

ვინმემ რომ წარმოიდგინოს და დავუშვათ ჰიპოთეტურად, რომ ანზორ მელია არის ზუგდიდის მერი, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ წყვეტა მოხდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორ შეიძლება, მთავრობას ამ ადამიანთან, ამ ძალასთან ჰქონდეს ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა, ამით ხომ დაიჩაგრება ისევ და ისევ ჩვენი ხალხი, ზუგდიდელები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს მოვიგებთ ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ საერთო ეროვნულ დონეზე მოვიგეთ არჩევნები და და მივიღეთ 47% და ახლა ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ დიდი უპირატესობით ამ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა