22 ოქტომბერს, ვაკის რაიონში, შროშის ქუჩაზე, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება

22 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, შროშის ქუჩაზე, ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში შროშის ქუჩაზე მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი, დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ასევე მოეწყო საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.

„მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 22 ოქტომბერს, საღამოს 21:00 საათიდან 23 ოქტომბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში, შროშის, ქუთათელაძის, ქობულეთის, ცხვედაძის, აბაშელის, ტაბიძის დარიალის, ელიავას, შატბერაშვილის, მარაბდის, ნ. ჟვანიას, ბურკიაშვილის, ჯანაშვილის ქუჩებს; არაყიშვილის, რაზმაძის, ქობულეთის და კეკელიძის ქუჩების ნაწილს, აბაშიძის ქუჩა N 66-ს, მცხეთის ქუჩას, ჩიხებს და შესახვევებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ შროშისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი”, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა