სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა, რითაც პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე.

დაცვის მხარის პოზიციით კი, არ არსებობს არცერთი კონკრეტული გარემოება, გარდა პროკურორების "შიშებისა, რომ ადამიანი პატიმრობაში დარჩეს".

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, გიორგი ნარიმანიძეს ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის აქვს წარდგენილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა