„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ,,ჩაროზი" როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა და სხვადასხვა ხილის ჩირებს სთავაზობს. პროექტის ჯამური ღირებულება 70 000 ლარს შეადგენს. საწარმოსთვის საჭირო ინვენტარისა და დანადგარების შესაძენად, „საქართველოს ბანკის“ მიერ 26,500 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

ამ ეტაპზე „ჩაროზი“ 5 ლოკაციაზეა წარმოდგენილი (ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისი მოლი, ღვინის ბუტიკი „შალიაური“ ნუცუბიძეზე, გორგასლის 1, ყველის სახლი ფალიაშვილზე). კომპანია გაყიდვებს ფეისბუქ გვერდის მეშვეობითაც ახორციელებს. „ჩაროზის“ პროდუქცია უკვე წარმოდგენილია უკრაინის, რუსეთისა და საფრანგეთის ბაზრებზე.

როგორც „ჩაროზის“ დამფუძნებელი ელენა ჯიშიაშვილი განმარტავს, ორგანიზაციებისა და მსხვილი ქსელური სავაჭრო ობიექტებისგან დაინტერესება უფრო და უფრო იზრდება.

„რამდენიმე კვირის წინ, იაპონიაში პროდუქციის პირველი ნაკადი გავაგზავნეთ. პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ვგეგმავთ სამომავლოდ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბიზნესი და მეტად გავაქტიურდეთ საექსპორტო ბაზარზეც“, - განმარტავს ელენა ჯიშიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა