ირაკლი ღარიბაშვილი - კაცმა, რომელიც ამბობდა, რომ ქინძი იყო, ორი დღე პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა - კატასტროფაში ვართ პირდაპირ

გუშინდელ კადრებზე მინდა, კიდევ ერთხელ გავაკეთო კომენტარი, როგორ შეიძლება, ამ არასერიოზულ კაცს ამის შემდეგ ვიღაცამ კიდევ მხარი დაუჭიროს და ხმა მისცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.

მთავრობის მეთაური გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავისი გატაცების სცენარზე საუბრობს.

„როგორ შეიძლება, ამ არასერიოზულ კაცს ამის შემდეგ ვიღაცამ კიდევ მხარი დაუჭიროს და ხმა მისცეს. კაცმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ქინძი იყო, ახლა გამოდის, რომ სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა ორი დღე. წარმოიდგინეთ, კატასტროფაში ვართ პირდაპირ, როცა ეს ადამიანი ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას, ახლა უკვე ციხიდან, პოლიტიკაში დარჩენაზე, მაგრამ მე მჯერა ჩვენი მოსახლეობის სიბრძნის. ამ არჩევნებს მშვიდად ჩავატარებთ. ჩვენი ამოცანაა, ეს იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა იქნება მობილიზებული, რომ არავითარი საბაბი არ მივცეთ ამ დესტრუქციულ ძალას. რაიმე სპეკულირების და პროვოკაციის მოწყობის საშუალება არ უნდა მიეცეთ. მშვიდად ჩავატარებთ, მოვიგებთ არჩევნებს ყველა მუნიციპალიტეტში, ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას და ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება საქმე, საქმე და საქმე, მხოლოდ განვითარება და კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა