ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ სამედიცინო ცენტრში დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია. „ევექსის“ ინფორმაციით, კლინიკაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით თანამშრომელთა 87%, ხოლო ორი დოზით - 82%-ია აცრილი.

„ვაქცინაციის მხარდაჭერისა და მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, „ევექსი“ ჰოსპიტლებმა ქსელში შემავალ სამედიცინო ცენტრებს შორის ერთგვარი გამოწვევა წამოიწყო, რომელიც „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსის მინიჭებას გულისხმობს იმ ცენტრისთვის, რომლის თანამშრომელთა მინიმუმ 80%-ია ვაქცინირებული.

კამპანიაში ჩართულ სამედიცინო ცენტრებში ვაქცინაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 80%-იანი ზღვარი უკვე გადალახეს ფოთის ჰოსპიტალმა (96%) და მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურმა ჰოსპიტალმა (83%). აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებს „მწვანე ჰოსპიტლის” სტატუსი უკვე მიენიჭა.

ასევე, მუდმივად ახლდება პროცენტული მაჩვენებლების ყოველკვირეული მონაცემებიც.

მიმდინარე კვირას 70%-იანი ზღვარი უკვე გადალახეს შემდეგმა ჰოსპიტალებმა. ესენია: მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო; ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი; დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი; ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი.

აღსანიშნავია, რომ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკამ პირველი ინფიცირებული პაციენტი 2020 წლის ოქტომბერში მიიღო. 175 საწოლზე გაშლილი სამედიცინო დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მძლავრი და მრავალპროფილური პედიატრიული კოვიდ-ცენტრია, სადაც ქვეყნის მასშტაბით მძიმე პედიატრიული სეგმენტის რეფერირება ხორციელდება. ბავშვთა კლინიკამ გასული წლიდან დღემდე სულ 4 000-ზე მეტი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გაატარა“, - ნათქვამია „ევექსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა