ალექსანდრე რაქვიაშვილი - დიდი ხანია არ მესმის, რას აკეთებს "ლელო", ზოგადად, "ლელო" უცნაური პოზიციებით გამოირჩევა

დიდი ხანია არ მესმის, რას აკეთებს "ლელო", ზოგადად, "ლელო" უცნაური პოზიციებით გამოირჩევა, - ამის შესახებ დღეს პარლამენტში "გირჩის" დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კოალიცია თავისთავად ბევრ კითხვას აჩენს.

„ეს არ არის კოალიცია იდეებისა და მიზნების ირგვლივ. ეს არის გაერთიანება, რომ სხვადასხვა ადამიანებმა, სხვადასხვა ხედვით და მიზნებით ძალაუფლება მოიპოვონ. გასაგებია, რომ “ნაციონალური მოძრაობა" იმისთვის იბრძვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს. მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე კი გამოდის, რომ სააკაშვილი ციხეში უნდა იყოს, რაკი ის დამნაშავეა და სასჯელს იხდის... არ ვიცი, ეს ყველაფერი შიგნით როგორ უნდა შეათანხმონ. არ არის ცხადი იდეა, თუ რა მოხდება მას შემდეგ, თუკი თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებენ. დიდი ხანია არ მესმის, რას აკეთებს "ლელო". ერთი მხრივ, ამბობდნენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ მიტინგზე არ მივიდნენ, რამდენიმე დღეში კი კოალიცია შექმნეს" - განაცხადა რაქვიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა