შს მინისტრის პირველი მოადგილე და აშშ-ის ელჩი ნარკოდანაშაულის გამოძიების სასწავლო კურსის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით, ნარკოდანაშაულის გამოძიების საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ტრენინგის დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრნენ. კურსდამთავრებულებს მინისტრის პირველმა მოადგილემ და აშშ-ის ელჩმა შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

„შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს წლების განმავლობაში არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა ნარკოდანაშაულის გამოძიების კუთხით სამართალდამცველთა გადამზადებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

კურსის განმავლობაში მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ მნიშვნელოვანი საკითხებზე როგორიცაა: ნარკოტიკული საშუალებების ამოცნობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, უსაფრთხოების ძირითადი წესები ფარული ნარკოლაბორატორიების გამოკვლევის დროს და ფინანსური გამოძიების შესახებ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი