ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ოცნებას“ „იდიოტური სტრატეგია“ აქვს, როცა მოსახლეობას ეუბნება, რომ ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ქალაქის მთავრობა ვერ იმუშავებს

“გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ იდიოტური სტრატეგია აქვს არჩეული, როცა მოსახლეობას ეუბნება, რომ ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ქალაქის მთავრობა ვერ იმუშავებს.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ღარიბაშვილის და კალაძის რიტორიკა შეცვლილია, რაც აჩვენებს, რომ შეშინებულები არიან.

„ეს არის მოსახლეობის შანტაჟი. ვერცერთი პარტია ვერ წავა მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინაშე. როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ მთავრობა აქ უნდა იყოს კოალიციური, როგორ არ დაემორჩილებიან მოსახლეობის ნებას, მაგასაც ვნახავთ. ზუგდიდში არის ადგილი, სადაც მათ პირველი ტური წააგეს და ძალიან, ძალიან დიდი შანსი არის, რომ მეორე ტურიც წააგონ და ეს თვითონაც იციან. ამიტომ მთელი რესურსი იქნება იქ მობილიზებული, იქნება ეს ძალოვნები სუს-ის სახით, თუ ქურდული სამყარო. ყველანი იქ არიან და ცდილობენ რამენაირად წაგება არ გაფორმდეს. ძალოვნების მხრიდან თანამდებობების დატოვება აჩვენებს, რომ სისტემის შიგნით არის რღვევა. სინამდვილეში ეს სისტემა დგას თოფიან ხალხზე და მოსმენების ხალხზე - სუს-ი და შსს და ასევე დგას ფულზე. როგორც ჩანს, თოფიანი ხალხის ნაწილში რღვევა დაეწყოთ, იქაც არიან წესიერი ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ სისტემის მუშაობა ასე ვეღარ გაგრძელდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა: „თუ ატყობთ ღარიბაშვილის და კალაძის განცხადებებს, რიტორიკა შეიცვალეს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ შეშინებულები არიან“.

„ჩვენ რამე გვეტყობა პანიკის? გამოვდივართ და ხალხს ველაპარაკებით. ეს ქმედებები, მათ შორის ხელყუმბარების ჩადებები აჩვენებს იმას, რომ ისინი შეშინებულები არიან. რაღაც თვალსაზრისით, ალბათ, რღვევა არის დაწყებული „თოფიანი ხალხის“ სისტემაში, სუს-ი იქნება ეს თუ შსს. მაგ სისტემებზე და ფულზე დგანან, ეგ არის და ეგ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე ტურიც რეფერენდუმია.

„თბილისში ან ნებისმიერ ოლქში გამარჯვებას ვუყურებ როგორც გზას, რომ ეს ქვეყანა მივიდეს ხელახალ არჩევნებამდე. სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ ამ წუთში პოლიტიკურ კრიზისში ვცხოვრობთ. სანამ ეს კრიზისი არ განიმუხტება, კრიზისი კიდევ უფრო გაგრძელდება და ქვეყანას ჩაითრევს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა