კახა კალაძე - ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს

„რომ არა ცენტრალური ხელისუფლების, უშუალოდ პრემიერის დახმარება შეუძლებელი იქნებოდა ბოლო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებს ის თანაპარტიელების განცხადებას, რომ ოპოზიციური მერობის კანდიდატი ცენტრალური ხელისუფლების გარეშე დესტრუქციულ ძალად იქცევა.

დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მე, როგორც ქალაქის მერმა შემიძლია გითხრათ, რომ არა ცენტრალური ხელისუფლების, უშუალოდ პრემიერის დახმარება შეუძლებელი იქნებოდა ბოლო 4 წლის განმავლობაში იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომელიც დედაქალაქში გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, შემდეგი 4 წელიც იქნება ეს მხარდაჭერა, რომ შევძლოთ ყველა იმ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც დაანონსებული მაქვს და პრინციპულად მნიშვნელოვანია ქალაქის აღმშენებლობისთვის", - აღნიშნავს კალაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა