პრემიერი მიხეილ სააკაშვილზე - თავად იზიანებს თავის ჯანმრთელობას და ამაზე ჩვენ გვადებენ ვალს - ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება

პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული, უნდა შეეგუოს, რომ აღარ არის პრეზიდენტი, როდესაც კანონზე მაღლა იდგა, ჩაგრავდა, აწამებდა ადამიანებს და ამით სიამოვნებას იღებდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა პატიმარი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით შიმშილობს საჭიროების შემთხვევაში ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მისივე თქმით, ციხის საავადმყოფოში ყველა პირობა არის შექმნილი და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება.

,,ამის თაობაზე ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განმარტება, რომ ყველა პატიმარი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით შიმშილობს საჭიროების შემთხვევაში გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში. პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული, უნდა შეეგუოს, რომ აღარ არის პრეზიდენტი, როდესაც კანონზე მაღლა იდგა, ჩაგრავდა, აწამებდა ადამიანებს და ამით სიამოვნებას იღებდა. მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული საკითხი, ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს შესაბამისი უწყება, თუ საჭირო იქნება გადაიყვანენ და შემდეგ ისევ დააბრუნებენ საკუთარ საკანში. ეს ადამიანი თვითონ შიმშილობს, თუ დიეტაზეა, ამაზე მოგვიანებით განმარტებას გავაკეთებ, მაგრამ თავად იზიანებს თავის ჯანმრთელობას და ამაზე ჩვენ გვადებენ ვალს. პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ციხის ადმინისტრაციის და პენიტენციური დაწესებულების ვალდებულება. ამასთან, დამატებით ექიმების ჯგუფიც ჩავრთეთ პროცესშიც, რომ ნაკლები საბაბი მიგვეცა სპეკულირების.

ყველა პირობა არის შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს