ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი - ტერიტორიების  20% რუსეთის ფედერაციას ჩააბარა

არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას ჩააბარა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს იმ დანაშაულების მცირე ჩამონათვალია, რაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჩაიდინა.

„პასუხი არის ძალიან მარტივი - დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტი არ უნდა იყოს ისეთი დაკვეთების გამცემი, როგორიც არის მაგალითად პატიმრების წამება, არაპატიმრების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი და ა. შ.. არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას ჩააბარა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების ძალიან მცირე ჩამონათვალი. ამას არავითარი ექსპერტიზა არ სჭირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს