გურამ მაჭარაშვილი - ნინო ლომჯარია ავირჩიეთ არა რომელიმე კონკრეტული პირის ან პარტიის, არამედ საქართველოს სახალხო დამცველად - განმარტოს, რატომ არის პატიმარი სააკაშვილი სხვაზე უპირატესი

ჩვენ ნინო ლომჯარია ავირჩიეთ არა რომელიმე კონკრეტული პირის ან პოლიტიკური ძალის სახალხო დამცველად, არამედ საქართველოს სახალხო დამცველად - განმარტოს, რატომ არის პატიმარი სააკაშვილი სხვაზე უპირატესი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მოისმინოს ნინო ლომჯარიას პოზიცია, არის თუ არა ყველა პატიმარი თანასწორი კანონის წინაშე.

„ზოგადად, სახალხო დამცველი რომ ინტერესდება პატიმრის უფლებებით, ეს კარგია, მაგრამ მინდა სახალხო დამცველმა საზოგადოებას აუხსნას, რაიმე საერთაშორისო აქტი ხომ არ არსებობს, ან საქართველოს კანონმდებლობაში რაიმე ცვლილებები ხომ არ შევიდა, რომ სახალხო დამცველს უფლება ჰქონდეს რომელიმე პატიმრის უფლებები განსაკუთრებულად მოიკითხოს და მეტიც, ამასთან დაკავშირებით, როგორც თქვენი კითხვიდან ჟღერს, ითხოვდეს კერძო კლინიკაში გადაყვანას. აუხსნას სახალხო დამცველმა განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთა ახლობლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ყველას აქვს თუ არა ამის უფლება და ყველა პატიმრის მიმართ იქნება თუ არა სახალხო დამცველის ასეთი მაღალი ინტერესი, რომ მოითხოვოს კერძო კლინიკაში გადაყვანა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგით ვერ იცხოვრებს ვერც საქართველო, ვერც ხელისუფლება და ვერც საზოგადოება.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს