ირაკლი კობახიძე 27 ოქტომბერს დაგეგმილ შეკრებაზე - ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკაა - პარტიის ორგანიზებულია ეს და არა ხელისუფლების

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ადამიანების შეკრება ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 27 ოქტომბერს დაგეგმილი შეკრება პარტიის ორგანიზებულია და არა ხელისუფლების.

„ეს არის საარჩევნო შეკრება და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ქვეყანაში არის აპრობირებული პრაქტიკა როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, როდესაც წინასაარჩევნოდ ადამიანები იკრიბებიან იმისთვის, რომ ერთმანეთს გაუზიარონ მათ შორის ემოციები. ეს არის ძალიან მიღებული პრაქტიკა. პარტიის ორგანიზებულია ეს და არა ხელისუფლების“,- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიჰყავთ თუ არა საჯარო მოხელეები აქციაზე იძულების წესით, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „არც საქართველოში და არც სხვა ევროპულ ქვეყნებში ასეთი რამ არ ხდება, არამედ ეს ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა.

„2012 წლამდე კრიმინალები ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე, ახლაც იკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის გარშემო, თუმცა, ამასაც დაესმება წერტილი 30 ოქტომბრის შემდეგ. სიცრუის გავრცელებას უნდა მოეშვათ. ახლა ჩვენ ვართ ხაშურის მუნიციაპალიტეტში, ქვიშხეთში, ეს სოფელი უკავშირდება დიმიტრი ყიფიანის სახელს, მახსოვს, რამდენიმე დღის წინ თქვენმა უფროსმა გვარამიამ, დიმიტრი ყიფიანი მიხეილ სააკაშვილს შეადარა და თქვა, რომ სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანი მოღვაწე იყო საქართველოსთვის. აი, სად ხართ, აქედან ძალიან კარგად ჩანს. ეს არის თქვენი რეალური ლიდერების სახე, სააკაშვილის და გვარამიას“,- განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა