კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამომძიებელი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა ელგუჯა ჩხაიძემ განუცხადა. ის საავადმყოფოში გამომძიებელთან ერთად შევიდა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ოჯახს კითხვები ექიმების შესაძლო დაუდევრობასა და გულგრილობასთან დაკავშირებით აქვს.

„გამომძიებელმა მოითხოვა ადგილის დათვალიერება, ეს არის საგამოძიებო მოქმედება, რომელსაც გამომძიებელი ჩაატარებს. როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას ვესწრები. მე პირადად მაინტერესებს ის აპარატურა, რომელზეც გარდაცვლილი შეერთებული იყო და ასევე ხომ არ იკვეთება ექიმების დაუდევრობა და გულგრილობა, ამის გასარკვევად ვართ მოსულები. ამ საავადმყოფოდან გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე ექიმების გულგრილობა და დაუდევრობა იკვეთება. კვალიფიკაციას ვერ მივანიჭებთ, ეს ჩვენი ვარაუდია, გამოძიება არ დასრულებულა. გარდაცვლილი ეკონტაქტებოდა თავისი ტელეფონით მეგობრებს, რომელთაც შეტყობინებებს, ვიდეობს უგზავნიდა, მეგობარს წერდა, რომ საავადმყოფოში ყოფნით უკმაყოფილო იყო და აქედან გაყვანას ითხოვდა. თუმცა, გარდაცვლილის მთელი ოჯახი - მშობლები, და, ბებია - კოვიდსასტუმროში იყვნენ. თვითონ ვახტანგიც კოვიდსასტუმროში იყო და მერე გადმოიყვანეს ბებიასთან ერთად აქ, ორივე მათგანი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა ყურადღება ვერ მიაქციეს, რადგან თავადაც ცუდად იყვნენ და ძლივს გადარჩნენ", - განაცხადა ელგუჯა ჩხაიძემ.

საგამოძიებო მოქმედებებს დაესწრება გარდაცვლილი ფეხბურთელის მამაც გაიოზ ჩარკვიანიც.

„ეჭვები ის არის, რომ ჩემი შვილი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა და არამედ მოკლეს და ხელი შეუწყვეს მის სიკვდილს",- განაცხადა ჩარკვიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა