კახა კალაძე - იმაზე ნაკლები ჯდება აქციის ჩატარება, რაც დაუჯდა „ნაცმოძრაობას“ -  რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ კვებას, ამას პარტია აკეთებს და ეს არის ოფიციალური ხარჯები

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ დაანონსებული აქციისთვის, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართება, პარტიამ გარკვეული თანხები გამოყო. კერძოდ, კალაძის თქმით, აქციის მონაწილეების კვებას „ქართული ოცნება“ აფინანსებს.

„გარკვეული თანხა იხარჯება, თუმცა, იმაზე ნაკლები იხარჯება, ვიდრე თქვენ დახარჯეთ აქციისთვის. (ვუხდით,) რა თქმა უნდა. ეს არის კვების ფული, ოფიციალურად ხდება ყველაფერი, აქ დამალული არაფერი არაა. ასე რომ, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს. თქვენ მიზანმიმართულად ცდილობთ, რომ თითქოს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ უფლება, მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ მობრძანდეთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მობილიზებაც გააკეთოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შვებულებები, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მობრძანდით ხვალ. ადამიანი, როდესაც მოგყავს, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველყოფთ კვებას, ამას პარტია აკეთებს და ეს არის ოფიციალური ხარჯები, ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ. იმაზე ნაკლები ჯდება აქციის ჩატარება, რაც დაუჯდა „ნაციონალურ მოძრაობას“. მე ყველაფერზე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაზე და ყველაფერზე ილაპარაკოს ადამიანმა“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა