კახა კუჭავა - დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა - “ქართული ოცნების“ პოლიტიკა იზიარებს ხალხის ისტორიულ არჩევანს, რაც არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა

დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა - “ქართული ოცნების“ პოლიტიკა იზიარებს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს, რაც არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა, - ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა.

“ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, ეს ისტორიული არჩევანი და ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო გზაა. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო სრულიად ახალ დონეზე აეყვანა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა. ჩვენი მიზანია დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

დღეს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება გამარჯვებები. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების.

გამარჯვებაა, როცა თითოეული ოჯახი იქნება ძლიერი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სიღარიბეზე, გამოწვევებზე, რომელიც სამწუხაროდ განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების და აუცილებელია რომ მათთან გამკლავება იყოს ჩვენი ბრძოლის მთავარი მიზანი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, შემდეგი სამი წელი ქვეყანაში უნდა დაეთმოს მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას, რეფორმებს - დაწყებული რეფორმების დასრულებას და ახალი რეფორმების დაწყებას.

“საქართველო მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთერთი საუკეთესო, გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ეროვნული ერთიანობით.

მჯერა, რომ ჩვენ, ყველას გვინდა ვიხილოთ გაერთიანებული, ძლიერი, მიზანდასახული, შეუპოვარი და რაც მთავარია გამარჯვებული საქართველო და ეს შეუძლებელია, თუ არ ვიდგებით ერთად! ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა იმ წინაპრებისა და გმირების სახელით, რომლებმაც თავი შესწირეს დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველოს იდეას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპაციის პრობლემესაც შეეხო და როგორც განაცხადა, ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპაცია რჩება.

“მინდა მივესალმო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს და დავპირდე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთად, გამთლიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ვიცხოვროთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა