ანზორ მელია - მე ვიქნები ყველას მერი - გვეყოფა სიძულვილის ენით ლაპარაკი, პოლიტიკური ნიშნით განსხვავება, ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ

ძალა ერთობაშია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ამის მჯერა, - ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ზუგდიდში, ოპოზიციის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, ყველას მერი იქნება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა.

„მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ. თქვენი თავდადებით, თქვენი შეუპოვრობით, თქვენი სიყვარულით პირველი დიდი რაუნდი მოვიგეთ. ბედნიერი ვარ, რომ ზუგდიდელი ვარ. ზუგდიდის მერად არჩევის დროს მე ვიქნები ყველას მერი აბსოლუტურად, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურად რომელ მხარეს არის. მთავარია მას უყვარდეს საქართველო, სამშობლო. მე ვიქნები მათი მერიც, რომლებმაც პირველ ტურში ხმა არ მომცეს, მაგრამ ვისაც უყვარს სამშობლო და ფიქრობს თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე. ხალხნო, გვეყოფა სიძულვილის ენით ლაპარაკი, პოლიტიკური ნიშნით განსხვავება, ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ“, - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ცილი დასწამეს, თითქოს ზუგდიდს სათანადოდ არ იცნობდა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება