ანზორ მელია - მერიის თანამშრომლებს მივმართავ, „ბაბა იაგა“ არ ვარ, ვინც ღირსეულია, კვალიფიციური თანამშრომელია, პატიოსანია, უყვარს ზუგდიდი და არაა გადასული ფულის შოვნაზე, ყველა დარჩება

მე მინდა მერიის თანამშრომლებს მივმართო - მე „ბაბა იაგა“ არ ვარ, ვინც ღირსეულია, ვინც კვალიფიციური თანამშრომელია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ზუგდიდი და არაა გადასული ფულის შოვნაზე, ყველა დარჩება, - ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერია, ასევე, შეივსება ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრებით, რომლებიც საქმის მცოდნეები იქნებიან.

„მერია კორუფციისგან უნდა გავათავისუფლოთ. გზების მშენებლობა ერთსა და იმავე ქუჩაზე - სამჯერ, ოთხჯერ, აკეთებენ იქ, სადაც იგებენ, იქ სადაც "ნაციონალებს" აძლევენ ხმას, მოუწესრიგებელია.

ბოლო 9 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ქართველია ემიგრანტად, ბავშვები დედის სითბოს, დედის სუნის გარეშე იზრდებიან. ჩვენ ღირსეულად უნდა დავაბრუნოთ ეს ხალხი საქართველოში, მაგრამ შევუქმნათ პირობები. 14 ათასამდე ბავშვს სკოლაში უფასო კვება უნდა ჰქონდეს. პენსიონერებს პენსია უნდა გავუზარდოთ და რაც მთავარია, პენსიის გაზრდასთან ერთად ხვალინდელი ბედნიერი დღის იმედი უნდა ჩავუსახოთ. ხმა მომეცით, 30 ოქტომბერს, მოდით, ამათი ნუ შეგეშინდებათ, ზეწოლას უარი, ყველა ერთად დავდგეთ, თქვენს ხმებს ჩემი გუნდი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დაიცავს. მინდა საქართველო გამარჯვებული, გაბრწყინებული ვნახო. მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი. როგორც ექიმი ანზორ მელიას ტელეფონი მუდმივად ჩართულია, ისე იქნება ჩემი, როგორც მერის ტელეფონი ჩართული“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება