ლევან ხაბეიშვილი - ხვალინდელი დღე სააკაშვილისთვის იქნება დღე, როცა ქართველი ხალხი ხელს მოაწერს მის გათავისუფლებას - მინდა გავამხნევო და ვუთხრა, რომ უკანასკნელ საათებს ითვლის მისი პატიმრობა

ხვალინდელი დღე მიხეილ სააკაშვილისთვის იქნება დღე, როდესაც ქართველი ხალხი ხელს მოაწერს მის გათავისუფლებას - ამ გზავნილით ვარ სააკაშვილთან და მინდა გავამხნევო და ვუთხრა, რომ უკანასკნელ საათებს ითვლის მისი პატიმრობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უახლოეს საათებში თავისუფალი იქნება.

"ხვალ უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ დღეს არამარტო საქართველოში, არამედ ყველაზე მეტად ელოდებიან მოსკოვში. ყველაზე მეტად ხვალინდელ დღეს ელოდება ჩვენი სახელმწიფოს ნომერ პირველი მტერი ვლადიმერ პუტინი და მას აქვს იმედი, როგორც ამ ქვეყნის ისტორიაში ჩვენდა სამწუხაროდ მოუკლავთ ილია ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, ახლა ხვალ ელოდებიან, მათ შორის არჩევნების გზით, მოკლავენ მესამე პრეზიდენტს, რაც დარწმუნებული ვარ ასე არ იქნება. მოქალაქეებთან მაქვს თხოვნა, რომ ნუ იქნებით თანამონაწილე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების, ნუ იქნებით ბოროტების თანამონაწილე და მონაწილე იმის, რომ მესამე პრეზიდენტს საფრთხე დაემუქროს.

მიდით არჩევნებზე, ნუ გავახარებთ ანწუხელიძის, ტატუნაშვილის მკვლელებს და ჩვენი სახელმწიფოს მტრებს. ხვალინდელი დღე იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვების დღე.

ხვალინდელი დღე მიხეილ სააკაშვილისთვის იქნება დღე, როდესაც ქართველი ხალხი ხელს მოაწერს მის გათავისუფლებას და ამაში მონაწილეობას მიიღებს ჩვენი მილიონობით თანამოქალაქე, რაშიც მე დარწმუნებული ვარ. ამ გზავნილით ვარ სააკაშვილთან და მინდა გავამხნევო და ვუთხრა, რომ უკანასკნელ საათებს ითვლის მისი პატიმრობა. ღმერთი არ გაუწყრეს ღარიბაშვილს და ბრეგაძეს, რომლის პირობებში რამდენიმე დღის წინ რუსთავის ციხეში ორი პატიმარი დაიწვა და პასუხიმგებლობა დღემდე არავის აუღია, ჯვარი ეწეროთ ამ ადამიანებს, რომ სააკაშვილს თმის ღერი ჩამოუვარდეს. დარწმუნებული ვარ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდებიან ეს ადამიანებიც და ნუ გონიათ, რომ რაიმე მარტივად იქნება.

ხვალინდელი დღიდან სააკაშვილის თავისუფლება იქნება ძალიან ახლოს. საათებია დარჩენილი სანამ მესამე პრეზიდენტი არის საპყრობილეში. უახლოეს საათებში სააკაშვილი აუცილებლად იქნება თავისუფალი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას ამის უფლება კონსტიტუციით აქვს და ამიტომ, მისი გადაყვანა კერძო კლინიკაში უნდა მოხდეს.

"ჩვენ სააკაშვილისთვის რაიმე სასათბურე პირობებს კი არ ვითხოვთ ან რაიმე იმას რაც სხვა შემთხვევებში არ ხდება. არა, ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც სხვა პატიმრების შემთხვევაში არის დადგენილი ნორმა. ასეულობით პატიმარი რომ გადაჰყავთ კერძო კლინიკაში. ეს ნიშნავს იმას, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში ყველაფერი კარგად არ არის. ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც ადამიანს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა