ირაკლი ჩიქოვანი - მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერს, არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს “ქართული ოცნების” ამომრჩევლების მობილიზების მიზნით, პარტიის მხარდამჭერებს გარკვეული სიები ექნებათ.

როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სიებში მოცემულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ცესკო-ს ვებგვერდზეც, ღიაა და არ შეიცავს არანაირ კონფიდენციალურობას.

შესაბამისად, ჩიქოვანის განმარტებით, “ქართული ოცნების” მომხრეები დაიცავენ 100 მეტრიან პერიმეტრს და ამით ისინი არავითარ შემთხვევაში დაარღვევენ საკანონმდებლო ნორმებს.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანიას, რომელსაც აწარმოებდა “ქართული ოცნების” კანდიდატი და პოლიტიკური ძალა მიმართული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.

“მეორე მხრივ ჩვენ დავინახეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მოდიოდა მხოლოდ ზიზღის ენა, მუქარა და დაპირისპირების პირობა. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს ყველა მხარდამჭერს არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ არანაირი პროვოკაციას. დღეს, სურათი ზუგდიდში გვაქვს შემდეგნაირი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ 30 ოქტომბერს მამუკა წოწერია გაიმარჯვებს. ძალიან დიდია საზოგადოების ჩართულობა, გაცილებით მეტი, ვიდრე პირველ ტურში. შესაბამისად, გვჭირდება მშვიდად მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი უკეთესი და განვითარებული ზუგდიდისთვის. ხაზი მინდა გავუსვა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მათ ზუგდიდში ჰყავთ ჩამოყვანილი გარკვეული ოპერატიული საპატრულო ჯგუფები. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არაფერია, გარდა იმისა, რომ გარკვეული დესტრუქცია შეიტანონ საარჩევნო პროცესში. მივმართავთ ყველას, მათ შორის,ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს ჩვენ, ყველაზე უფრო წინ უნდა დავაყენოთ ზუგდიდის ინტერესები და ჩვენი ქალაქის მოსახლეობის არჩევანი.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ხვალ, ჩვენ გვექნება ისეთი ღონისძიებები, რომელიც აბსოლუტურად დართულია საქართველოს კანონმდებლობით. ჩვენი მომხრეები მაქსიმალურად მობილიზებულნი იქნებიან იმისთვის, რომ ჩვენი მხარდამჭერები მოვიდნენ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ მივიდნენ არჩევნებზე. პირველი ტურის განმავლობაში და პირველი ტურის არჩევნების დღეს იყო პირდაპირი დაშინება და ბულინგი. სამწუხაროდ, ეს ბულინგი მოდიოდა არამხოლოდ პოლიტიკოსებისგან, ასევე მედიის წარმომადგენლების მხრიდან და ხშირ შემთხვევაში ისინი ჩვენს მხარდამჭერებს აშინებდნენ და არ აძლევდნენ ნორმალური საარჩევნო პროცესის წარმოების შესაძლებლობას.

ჩვენს მხარდამჭერებს ექნებათ გარკვეული სიები. ამ სიებში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ცესკო-ს ვებგვერდზეც. ღიაა და არ შეიცავს არანაირ კონფიდენციალურ ინფორმაციას. შესაბამისად ეს ადამიანები, ვგულისხმობ ჩვენს მომხრეებს, დაიცავენ 100–მეტრიან პერიმეტრს და ამით ისინი არავითარ შემთხვევაში დაარღვევენ საკანონმდებლო ნორმებს. აქედან გამომდინარე მივმართავ ყველას, პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, რომ ამაში უკანონო არაფერია და ჩვენს ქვეყანაში არსებულ არცერთ ნორმას არ ეწინააღმდეგება. საარჩევნო დღის განმავლობაში მაქსიმალურად მობილიზებული ვიქნებით, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებიც ადგილზე არიან და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არცერთ შემთხვევას. მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ დამკვირვებლებსაც”. განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და აღნიშნა, რომ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა