ნიკა მელია - თბილისმა გაიღვიძა - გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა

მმართველობა, რომელიც გულისხმობს ერთპარტიულ, უღიმღიმღამო, პირქუშ მმართველობას, უბრალოდ ვერ წაგვიყვანს იქ, სადაც ჩვენი ისტორიული მისწრაფებები არის, ამიტომ, მე დღეს დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, მან ხმა მისცა კონკურენციას, მრავალფეროვნებას, ცვლილებებსა და შეჯიბრებითობას. ამასთანავე, როგორც მან აღნიშნა, 10 საათისთვის დაფიქსირდა ამომრჩეველთა იმაზე მაღალი აქტივობა, ვიდრე ეს იყო პირველ ტურში, რაც იმას ნიშნავს, რომ „თბილისმა გაიღვიძა“.

„მე ხმა მივეცი და დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტური უმრავლესობაც ასე იქცევა დღეს თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, ხმას აძლევს კონკურენციას, მრავალფეროვნებას, ხმას აძლევს ცვლილებას, ხმას აძლევს შეჯიბრებითობას. ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს აკეთებს თითოეული თბილისელი და არა მხოლოდ თბილისელი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინო საბჭოთა სტილის ერთპარტიული მმართველობა და გზა გაეხსნას კოალიციურ მმართველობას, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრების შეჯერებით ქვეყნის მართვას. თუ ჩვენ გვინდა ნამდვილად გავხდეთ ღირსეული წევრი დიდი ევროპული ოჯახის, დიახაც, ასე უნდა ვიქცეოდეთ და მმართველობა, რომელიც გულისხმობს ერთპარტიულ, უღიმღიმღამო, პირქუშ მმართველობას, უბრალოდ ვერ წაგვიყვანს იქ, სადაც ჩვენი ისტორიული მისწრაფებები არის, ამიტომ მე დღეს დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა წინასწარი მონაცემები, რომელიც არსებობს. 10 საათისთვის საარჩევნო უბნებზე გამოცხადება არის გაცილებით მაღალი, ვიდრე პირველ ტურში. თქვენ იცით, რომ როგორც წესი, მეორე ტურში ტრადიციულად ყველგან ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, გამოცხადება საარჩევნო უბნებზე არის ნაკლები, ვიდრე პირველ ტურში, მაგრამ წელს რისი მოლოდინიც გვქონდა ის მოხდა - ეს ნიშნავს, რომ თბილისმა გაიღვიძა, ეს ნიშნავს, რომ თბილისი იღვიძებს და არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასარგებლოდ და სასიხარულოა, რომ არის უდიდესი ისტორიული შანსი, რომ ხვალ ჩვენ მივიღოთ სულ სხვა თბილისი, თითოეულმა ჩვენგანმა შევცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ, შევცვალოთ თბილისი უკეთესობისკენ, შევცვალოთ საქართველო უკეთესობისკენ და მრავალფეროვნება იქნება და არის საწინდარი და გარანტია იმისა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი იქნება დაცული,“- განაცხადა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა