კელი დეგნანი - საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა, ეს ტრაგიკული მოვლენაა - იმედია, არჩევნების შემდეგ მეტი ყურადღება იქნება გადატანილი კოვიდის მართვაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა, ქვეყნისთვის ძალიან უარყოფითია. ამასთან, დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კოვიდის მართვაზე უფრო მეტი ყურადღება იქნება გადატანილი.

„პირველ რიგში დავიწყებ სამწუხარო ამბით. ახლახანს შევიტყვე, რომ საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. ეს ნამდვილად ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის, ვინც თავისი ახლობელი და საყვარელი ადამიანები დაკარგეს, ამ ნამდვილად ძალიან საშიში დაავადების გამო. ეს ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითია ქვეყნისთვისაც. იმედია, რომ ამ არჩევნების შემდეგ უფრო მეტი ყურადღება იქნება გადატანილი კოვიდის მართვაზე და ამ სიტუაციის გამოსწორებაზე”, - განაცხადა დეგნანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა